13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

არახელსაყრელი დღეა. ურთიერთობაში გამოვლენილი აგრესიულობა, დომინირების სურვილი და ზედმეტი თავდაჯერებულობა შეიძლება ნათესავებისა და მეგობრებისთვის გაუგებარი აღმოჩნდეს და პროტესტი გამოიწვიოს. თქვენს გაგებას მხოლოდ ახლო მეგობარი შეძლებს.

კურო

რთული დღე გელით. პარტნიორული ურთიერთობები კარგად ვითარდება, რაც თქვენს ცხოვრებაში ახალი ნაცნობების გამოჩენას და მეგობრული წრის გაფართოებას გამოიწვევს. ფრთხილად იყავით, რადგან თქვენი გულუბრყვილობის გამო შეიძლება, უსარგებლო კამათში ჩაერთოთ, რაც კარგს არაფერს მოიტანს. ეცადეთ, კონცენტრირება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე მოახდინოთ და წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. არ არის გამორიცხული უფროსების არაკეთილგანწყობა ან არაკეთილმოსურნე ადამიანების მაქინაციები.

ტყუპები

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ტყუპებისთვის, რომლებიც კომერციულ საქმიანობას ეწევიან. ისინი წინა კვირის იდეებისა და გეგმების განხორციელება შეძლებენ. არ არის გამორიცხული ახალი მფარველების ან გავლენიანი ადამიანების გამოჩენა, ასევე, ნათესავების ან მეგობრების მხარდაჭერა. ერიდეთ არაფრისმომცემ კამათში ჩართვას, რაც თქვენი გეგმების განხორციელებას მნიშვნელოვნად გაართულებს. ვარსკვლავები გირჩევენ, ადრე დაწყებული საქმის დასრულებისთვის ყველაფერი გააკეთოთ.

კირჩხიბი

სამსახურებრივმა უსიამოვნებებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეცადეთ, ბრაზი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ. მზად იყავით უფროსების მხრიდან არამეგობრული დამოკიდებულებისთვის, თუმცა არ ინერვიულოთ. ეს თქვენს საქმიან რეპუტაციას არ დააზარალებს.

ლომი

არახელსაყრელი დღეა, ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით - პროფესიული საქმიანობის სფეროში. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, ნაკლები იაქტიურეთ და არავითარი ინიციატივები. მიმდინარე საქმეები მშვიდად, კოლეგებთან ან უფროსებთან ურთიერთობის გართულების გარეშე აკეთეთ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. სავარაუდოდ, არახელსაყრელი გარემოება ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა. გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგაა, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გეჩვენებათ. თქვენს გაგებას მხოლოდ უახლოესი მეგობარი შეძლებს. თუ შვებულებაში გასვლის საშუალება გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ. ეს დაგეხმარებათ, დამშვიდდეთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია ახალი პრობლემები და ვალდებულებები, უსიამოვნო სიახლე ან ცრუ ინფორმაცია. ყურადღებით იყავით - მუშაობის დროს შეცდომები და არასწორი გათვლები ფინანსურ ზარალს და გაუმართლებელ ხარჯებს გამოიწვევს. ეცადეთ საკუთარი დრო სწორად დაგეგმოთ. თუ პრინციპულობას და მონდომებას გამოიჩენთ, აუცილებლად გაიმარჯვებთ.

მორიელი

დღის პირველი ნახევარი ეჭვებით და იმედგაცრუებით სავსეა. პარტნიორებთან და მაღალჩინოსნებთან კონტაქტი გართულდება. არ დანებდეთ, ფრთხილად გათვალეთ თითოეული ნაბიჯი და გარემოებების შესაბამისად იმოქმედეთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ნაკლებად ენდეთ კეთილმოსურნეთა რჩევას. ბავშვებთან თამაში ამ დღის უარყოფით შთაბეჭდილებებს დაგავიწყებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი პროფესიული საქმიანობის სფეროში პრობლემები და პირად ცხოვრებაში სერიოზული გართულებები გელით. არაკეთილმოსურნე ადამიანების მხრიდან ჭორები და ცილისწამება, ხელმძღვანელობის მხრიდან კი კრიტიკული შენიშვნები გელით. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი წინდახედულება და გამძლეობა გამოავლინოთ.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა. თხის რქების უმეტესობას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ყველა მათ წინააღმდეგაა, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც გეჩვენებათ. თუ განმარტოების შესაძლებლობა მოგეცათ, აუცილებლად გამოიყენეთ. ეს დაგეხმარებათ პრობლემებზე მშვიდად იფიქროთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

მერწყული

კოსმოსური ენერგიის ტრანსფორმაციისა და ბედის მოულოდნელი შემობრუნების დღეა. მერწყულის ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები შეიძლება სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ქორწინებას ან განქორწინებას უკავშირდება. მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა და მფარველობა, რაც საქმის დასრულებაში ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები

ეს დღე ცვლილებებს და გარდასახვას განასახიერებს. ბევრ თევზებს ქცევისა და გარეგნობის შეცვლის სურვილი გაუჩნდება. ამ დღეს ნებისმიერი სამუშაოს შესრულება გაგიჭირდებათ. მზად იყავით არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებისთვის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მეგობრებად მიიჩნევდით.
Print