25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

მოსალოდნელია სიახლე, რომლებიც, პლანეტებს თუ დავუჯერებთ, თქვენი ცხოვრების წესს რადიკალურად შეცვლის. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახთან ურთიერთობის შეცვლა მოგიწიოთ.

კურო

ოჯახის წევრებთან ურთიერთობა მშვიდი და სტაბილური გახდება და ორმხრივი კმაყოფილებით აივსება. საყოფაცხოვრებო საქმეები გელით. ერიდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას და ძვირად ღირებულ შენაძენს, რის გამოც შეიძლება მოგვიანებით ინანოთ. მთავარია, შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ცდუნებისგან თავი შეიკავოთ.

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს ენერგიის უჩვეულო მოზღვავება იგრძნოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება და ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი საუკეთესო გამოსავალს იპოვით. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღის მეორე ნახევარი იქნება. ტყუპ ქალებს ნაცნობობა ელით, რომელიც შეიძლება დიდი სიყვარულის დასაწყისი იყოს. დღეს შოპინგისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგან შეძენილი იმედებს ვერ გაგიმართლებთ და დიდხანს ინანებთ გაფლანგული ფულის გამო.

კირჩხიბი

ინფორმაციისა და ფულის გაცვლასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. თავი შეიკავეთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა და ძვირად ღირებული შენაძენისგან, რის გამოც შეიძლება მოგვიანებით ინანოთ. მთავარია, ცდუნებებს გაუმკლავდეთ. სასურველია ეს დღე უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმოთ.

ლომი

რაღაც მოვლენა ან ვითარების საბედისწერო დამთხვევა გაიძულებთ, ჩვეულ საგნებს ახლებურად შეხედოთ და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალოთ. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის ახალი ფორმის პოვნა, უარეს შემთხვევაში კი ურთიერთობის გაწყვეტა და ყველაფრის თავიდან დაწყება.

ქალწული

შეიძლება ამ დღეს ენერგიის უჩვეულო მოზღვავება იგრძნოთ. ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ და ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი შეძლებთ გამოსავლის მონახვას. დღის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება. ვარსკვლავები შემოქმედებით მუშაობაში დაგეხმარებიან.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, რეალობა ფხიზლად შეაფასოთ. გამორიცხული არ არის, ფინანსების ნაწილი დაკარგოთ ან ფული ვერ მიიღოთ, რომლის იმედიც გქონდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები აკონტროლოთ - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება, სხვადასხვა უსიამოვნება გამოიწვიოს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას. თუ შესაძლებელია, საღამო ბუნებაში გაატარეთ.

მორიელი

ილუზიების, ტყუილებისა და პროვოკაციების დღეა. შემოქმედებითი აღმაფრენაც კი, რომელიც კვირის დასაწყისიდან შეიმჩნევა, თავის მოტყუებაა და არ გამოიწვევს მოსალოდნელ შედეგებს. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას უნდა ერიდოთ, რადგან იმდეგაცრუებული დარჩებით.

მშვილდოსანი

მშვილდოსან ქალებს ელით ნაცნობობა, რომელიც შეიძლება, სიყვარულის ისტორიის დასაწყისად იქცეს. თავი შეიკავეთ მაღაზიაში, საყიდლებზე წასვლისგან, რადგან გაფლანგული ფულის გამო დიდხანს ინანებთ. მშვილდოსან მამაკაცებს იმედგაცრუება ელით. წარმატების მისაღწევად მოქმედების სტრატეგია უნდა შეცვალოთ.

თხის რქა

შინაგანი ენერგიის მოზღვავებამ შეიძლება, შეცდომა დაგაშვებინოთ, ხოლო საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მცდელობა საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს გამოიწვევს. მოულოდნელმა პრობლემებმა შეიძლება, გაართულოს თქვენი ურთიერთობა მეგობრებთან ან უფროსებთან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეებში უფრო თავშეკავებული იყოთ, ვიდრე სხვა დროს.

მერწყული

მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის. მოსალოდნელია წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა. ერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებას.

თევზები

ამ დღეს წინა დღეების უარყოფითი ტენდენციები ისევ იგრძნობა. მოსალოდნელია ცუდი წინათგრძნობა და დეპრესია. საკუთარ გრძნობებში უკეთ გასარკვევად შეიძლება, ამ დღის გატარება სახლიდან მოშორებით გადაწყვიტოთ, მაგრამ ეს დაგროვილი პრობლემებისგან არ გაგათავისუფლებთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები