2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დღის პირველი ნახევარი სიყვარულში, ჰარმონიასა და ურთიერთგაგებაში ჩაივლის. შესაძლებელია ამ დღეს ფინანსურ წინსვლას საფუძველი ჩაუყაროთ. საღამოს მოსალოდნელია შინაგანი შფოთვა, განწყობის უეცარი ცვლილება ან ავადმყოფობა. ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. ყურადღება მიაქციეთ ახლობლების და განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობას. სიზმარში ნანახი არავის უამბოთ.

კურო

ამ დღეს ვარსკვლავები შემოქმედებით საქმიანობას და ცოდნის შეძენას მფარველობენ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, დაწყებული სამუშაოს დასრულებისთვის, ბინის რემონტის და კეთილმოწყობისთვის. თქვენი შეფასებები იქნება სწორი, დროული და ზუსტი. კარგი დღეა სამკურნალოდ ან პროფილაქტიკური პროცედურებისთვის.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების და წარმატებით დასრულებისთვის. სასურველია გუნდური მუშაობა და ერთობლივი ღონისძიებები. გირჩევთ, მეგობრების რჩევას დაუჯეროთ. მათი შეფასებები სწორი, დროული და ზუსტი იქნება.

კირჩხიბი

ამ დღეს ინტუიციური მუშაობა გამყარებული იქნება სწორი მოქმედებით. ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის შეფასება გიჭირთ. ეცადეთ, სიამაყე დაივიწყოთ და საერთო მიზნების შესაბამისად იმოქმედოთ. ეს დღე ხელსაყრელია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.

ლომი

ყველა თვალსაზრისით უიღბლო დღეა. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება მუშაობის დროს შესაძლო შეცდომების ან ფინანსური ზარალის შესახებ გაფრთხილებთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი სამსახურებრივი ან სოციალური პოზიცია შეირყეს. დახმარებაზე უარს ნუ იტყვით - ახლა ყველაზე მეტად სანდო ადამიანების რჩევა და მხარდაჭერა გჭირდებათ.

ქალწული

ეს დღე და ეს პერიოდი თვითგამოხატვის უამრავ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. მშვენიერი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის. შეიძლება, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენში იმას დაინახავს, რასაც ვერავინ ხედავს.

სასწორი

იმედგაცრუების დღეა. სავარაუდოდ, ყველა წამოწყება განწირულია წარუმატებლობისთვის. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისა და დაგეგმვისგან. ნებისმიერი საქმე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ სასურველ შედეგებს არ მოგიტანთ. საღამოს საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ.

მორიელი

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. მორიელების უმეტესობა ძველი პრობლემების გადაჭრას შეძლებს, რომლებიც დიდი ხანია, გაწუხებთ. ეს საშუალებას მოგცემთ, გარემოცვა და საკუთარი თავი უკეთესობისკენ შეცვალოთ. დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანის მოქმედებამ შეიძლება იმედები გაგიცრუოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისა და ერთობლივი საქმიანობისთვის. მთავარია, სარისკო საქმიანობას და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას ერიდოთ. თავი შეიკავეთ აქტიურობისგან. ეს დღე ოჯახს და ბავშვებს დაუთმეთ. ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს - მათი შეფასებები სწორი, დროული და ზუსტია.

თხის რქა

ეს დღე შემოქმედებისა და თვითგამოხატვის უამრავ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ აქტიურ ფიზიკურ დატვირთვასა და კოლექტიურ მოქმედებებს ერიდოთ - წარმატებას მხოლოდ ინდივიდუალური მუშაობა მოგიტანთ. მშვენიერი დღეა სასიყვარულო და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

მერწყული

სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია. სავარაუდოდ, ყველა წამოწყება განწირულია წარუმატებლობისთვის. ამან შეიძლება ნერვული სტრესი და ოჯახის ღირებულებებისადმი ინტერესის დაკარგვა გამოიწვიოს.

თევზები

პასიური დღეა. გირჩევთ, აქტიურობა შეამციროთ და საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. შინაგანი შფოთვა და უსიამოვნო წინათგრძნობა უსაფუძვლოა. მცირე დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ ყველა თვალსაზრისით წარმატება გელით და ოჯახში მშვიდობა დაისადგურებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები