8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

არახელსაყრელი დღეა, რომელიც მოტყუებისა და გაუგებრობის ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, თავაზიანად ჩამოშორდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით. ბიზნესში დიდი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - საბუთებთან მუშაობის დროს. გირჩევთ, სამსახურში ნაკლები იაქტიუროთ - ეს კარიერისთვის საუკეთესო დღე არ არის. ეცადეთ, ამ დღეს კამათში არ ჩაერიოთ, რადგან ის თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება.

კურო

ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება რთულ დღეს გპირდებათ. გარეშე პირთა მხრიდან უარყოფითი გავლენის ალბათობა ძალიან მაღალია. მოსალოდნელია შეცდომები, კამათი ახლობლებთან, მოწამვლა ან დაზიანება.

ტყუპები

ეს დღე უარყოფით ტენდენციებს შეიცავს. გირჩევთ, ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის დროს სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ოჯახური კამათი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე პირადი ცხოვრების და სულიერი განვითარების პრობლემებს დაუთმოთ. საღამოს ეცადეთ, დასვენების და საყვარელი საქმიანობის დრო გამონახოთ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ხორციან კერძებს.

კირჩხიბი

უხასიათობამ ან პირიქით, ქარაფშუტობამ შეიძლება, ყველაზე მარტივი დავალებების შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. თქვენი დაუფიქრებელი და ნაჩქარევი მოქმედებების გამო ეს დღე არახელსაყრელია ახალი ურთიერთობის დამყარებისა და აქტიური პროფესიული საქმიანობისთვის.

ლომი

ეს დღე გაუგებრობის ნიშნით ჩაივლის. მოსალოდნელია გართულებები სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში. უმჯობესია, ნაკლებად იაქტიუროთ და ლოდინის პოზიციაში გადახვიდეთ. ეცადეთ, თავაზიანად ჩამოშორდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით. დოკუმენტებთან მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ქალწული

საკმაოდ დაძაბული და სტრესული დღეა - გონიერებას ემოციები ჭარბობს, რამაც შეიძლება კონფლიქტები და კეთილდღეობის გაუარესება გამოიწვიოს. შექმნილი პრობლემები გაიძულებთ პირადსა და საზოგადოებას შორის ისეთი ბალანსი მოიძიოთ, რომ არცერთი დააზარალოთ. ბავშვებთან ურთიერთობისას მოერიდეთ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ყველაზე თამამი გეგმებისა და ჩანაფიქრის განსახორციელებლად, თუმცა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში საოჯახო საქმეები გელით. გახსოვდეთ, რომ მთავარია შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ცდუნებებს გაუმკლავდეთ.

მორიელი

რთული დღეა. თქვენი საქმეები შეიძლება გადაულახავი დასაბრკოლებების გამო შეფერხდნენ. სასურველის მიღწევა შეუძლებელი ხდება, რაც გარკვეულ გაღიზიანებას გამოიწვევს. გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში თავი შეუძლოდ იგრძნოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე პირადი ცხოვრებისა და სულიერი განვითარების პრობლემებს დაუთმოთ. ნურც დასვენების შესახებ დაივიწყებთ, რაც დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ ყველაზე მეტად გჭირდებათ. ალკოჰოლური სასმელებისა და ხორციანი საკვების მიღება არასასურველია.

თხის რქა

ეს დღე უარყოფით ტენდენციებს შეიცავს და საკმაოდ სტრესული იქნება. მოულოდნელად წარმოშობილი პრობლემები გაიძულებთ, სურვილსა და მოვალეობას შორის კომპრომისი იპოვოთ. ბავშვებთან ურთიერთობისას უხეშობას და ყვირილს მოერიდეთ - მეგობრული დამოკიდებულებით გაცილებით მეტის მიღწევას შეძლებთ.

მერწყული

ოჯახურ ურთიერთობებში სრული გაგება და ჰარმონია სუფევს. მეუღლეებს გრძნობების განახლების შემდეგი ეტაპი ელით. მოსალოდნელია ოჯახთან ერთად მოგზაურობა, რაც დაუვიწყარ ემოციებს მოგანიჭებთ. შეყვარებული მერწყულების სამომავლო გეგმები აუცილებლად ასრულდება.

თევზები

ხელსაყრელი დღეა კონკურსებისა და შეჯიბრებების ჩატარებისთვის. თევზები სიკეთისა და სამართლიანობის იდეის გარშემო უამრავი თანამოაზრის გაერთიანებას შეძლებენ. ეცადეთ, თქვენს გუნდში ისეთივე სენტიმენტალური ადამიანები არ მოხვდნენ, როგორიც თავად ხართ. რომანტიკული, კეთილი, ლამაზი და ნაზი თევზები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მოხიბლავენ. გამორიცხული არაა, რომ ახალი, სასიყვარულო თავგადასავალი დაიწყოს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები