3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ პირად ცხოვრებაში მოულოდნელი
პრობლემები გელით. დღის პირველ ნახევარში ურთიერთობაში აგრესიულობამ
და ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება ნათესავებისა და მეგობრების
პროტესტი გამოიწვიოს. ეცადეთ, თითოეულ პრობლემას გონივრულად მიუდგეთ
და რაც მთავარია, კომპრომისი მოძებნოთ. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ
უფრო კრიტიკული პარტნიორი პრეტენზიებით არ დაღალოთ. დღის მეორე
ნახევარში არასტანდარტული სიტუაციები გელით, რომლებსაც მხოლოდ
თანდაყოლილი გამჭრიახობის წყალობით გადაჭრით.
კურო
ამ დღეს პლანეტები თქვენს მიმართ კეთილად არიან განწყობილნი, რაც
აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ თითოეულ პრობლემაში კონსტრუქციული
გადაწყვეტილება იპოვოთ. გეგმაზომიერი საქმიანობა მცირე, მაგრამ
პერსპექტიულ ცვლილებებს გამოიწვევს.
ტყუპები
დროა, ძველი პროექტის განხორციელებას შეუდგეთ - ამან შეიძლება,
შემოსავლის ახალი წყაროები გაპოვნინოთ. პლანეტები თქვენს მიმართ
კეთილად განწყობილნი არიან, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
მიზანმიმართული საქმიანობა გამოიწვევს პერსპექტიულ ცვლილებებს. ამ
დღეს შეიძლება სხვადასხვა, ყველაზე სარისკო სავაჭრო გარიგებებიც კი
წარმატებით განახორციელოთ. პირად ურთიერთობებში გამორიცხული არ არის
პრობლემები, რაც პარტნიორთან ურთიერთობაში წარმოქმნილ გაუგებრობას
უკავშირდება.
კირჩხიბი
შესაძლებელია, რომ დიდი და პატარა ცვლილებები, რომლებიც ამ პერიოდში
გელით, თქვენთვის გამოცდად იქცეს. საკუთარ ღირსებებს და სუსტ მხარეებს
ისე ცხადად ხედავთ, როგორც არასდროს. შესაძლებელია, რომ ამ დღეს
მივლინებაში წასვლა ან საკუთარი ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრი
მოგიწიოთ.
ლომი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სახიფათო
თავგადასავლებს, საპირისპირო სქესის მოხიბვლისა და მასისგან
გამორჩევის მცდელობებს. ამ დღეს ნებისმიერი სახის ურთიერთობამ
შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. გირჩევთ კონტაქტები
მინიმუმამდე შეამციროთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და მოვლენების
განვითარებას დაელოდოთ. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი პრობლემები
გელით.
ქალწული
თქვენმა ამბიციურობამ და აგრესიულობამ, დომინირების სურვილმა და
თავდაჯერებულობამ შეიძლება ნათესავებისა და მეგობრების მხრიდან
პროტესტი გამოიწვიოს. ეცადეთ თითოეულ პრობლემას გონივრულად მიუდგეთ და
საჭიროების შემთხვევაში, კომპრომისი იპოვოთ. დაგეგმილი აქტივობა
პარტნიორთან ურთიერთობაში მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებს
გამოიწვევს.
სასწორი
არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით ქალებისთვის. მოსალოდნელია
წარუმატებელი შესყიდვა ან ჯანმრთელობის გაუარესება. გირჩევთ ხმაურიან
წვეულებებს და ალკოჰოლურ სასმელებს ერიდოთ. სასწორ მამაკაცებს
საინტერესო ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავალი ელით, რაც მხოლოდ
იმედგაცრუებას და ნერვიულობას მოუტანთ.
მორიელი
რთული, წინააღმდეგობრივი დღეა. თავი შეიკავეთ აქტიურობისგან და
მოვლენების განვითარებას დააკვირდით. სასურველია, საკუთარი შიშებისა
და განცდების შესახებ უახლოეს ადამიანს უამბოთ. მათი რჩევები ძალიან
დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს პლანეტები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილნი, რაც
აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თქვენი პიროვნული თვისებები ძველ
პარტნიორთან ურთიერთობის პერსპექტიულ ცვლილებებს ან ახალ ნაცნობობას
მოგიტანთ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარი უახლოესი ადამიანების
გარემოცვაში გაატაროთ და თხოვნაზე უარი არავის უთხრათ.
თხის რქა
თვითდაჯერება და საკუთარი ძალების რწმენა ნებისმიერ საქმეში
წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, მიღწეული პოზიციები შეინარჩუნოთ და
ჯერჯერობით, უფრო მეტის მიღწევაზე არ იფიქროთ. თქვენი მხრიდან
გამოვლენილმა უხეშობამ და დომინირების სურვილმა შეიძლება ნათესავების
ან ნათესავების პროტესტი გამოიწვიოს.
მერწყული
ამ დღეს მოულოდნელი ცვლილებები ახლავს, ამიტომ მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გირჩევთ, ხანდაზმულ
ნათესავებთან ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ დავას,
რომელმაც შეიძლება პრინციპული დაპირისპირება გამოიწვიოს.
თევზები
ამ დღეს შეიძლება საკუთარი ინტერესების აქტიურად დაცვა მოგიწიოთ.
პარტნიორებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გართულებები. ეცადეთ,
ხელშეკრულების პირობები არ დაარღვიოთ და ტაქტიანად მოიქცეთ. თუ
შეცდომებს არ დაუშვებთ, ეს დღე შეიძლება წარმატებული იყოს. თქვენი
ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება.