6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

რთული და საშიში დღეა. ყველა მხრიდან პრობლემები გელით. უარი თქვით სამოგზაუროდ ან საქმიანი ვიზიტით გამგზავრებაზე, რადგან შედეგი თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. მთლიანად გამორიცხეთ მძიმე ფიზიკური შრომა, რადგან ჯანმრთელობის გაუარესებაა მოსალოდნელი. ეცადეთ, უსიამოვნებების მიუხედავად, უფრო ხშირად გაიღიმოთ და თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო შეგრძნებებისა და სიყვარულისთვის მეტი ადგილი დარჩება.

კურო

ეს დღე პროფესიული საქმიანობის სფეროში შეცდომებით დაგამახსოვრდებათ. ახალ იდეებსა და წინადადებებს ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოთ - მოსალოდნელია მოტყუება ან არასწორი ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. შეიძლება, კუჭის არეში ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ თავი შეიკავეთ მძიმე საკვების მიღებისგან.

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს კომერციულ ოპერაციებში გაგიმართლოთ და გარკვეული შემოსავალი მიიღოთ. სავარაუდოდ, თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაიშლება და მაცდურ შეთავაზებას მიიღებთ, რომელსაც დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ - დიდი ალბათობით, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. დღის მეორე ნახევარში წვრილმანი პრობლემები ან პროფესიული საქმიანობის სფეროში შეცდომები გელით. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები.

კირჩხიბი

თუ ხვდებით, რომ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, სცადეთ, დახმარება გამოცდილ ფსიქოლოგს ან ერთგულ მეგობარს სთხოვოთ. ეს სამსახურში და ოჯახში შერყეული პოზიციის გამტკიცებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დღეს მოსალოდნელია შეცდომები პროფესიული საქმიანობის სფეროში და გაუგებრობები პირად ურთიერთობებში. საყვარელ ადამიანთან ეჭვიანობის ან და უსამართლო საყვედურის გამო უთანხმოება გელით. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და ნერვიულობას. თავი შეიკავეთ კომერციული გარიგებების დადების ან ძვირად ღირებული შესყიდვებისგან, რადგან იმაზე მეტს დაკარგავთ, ვიდრე მოიგებთ.

ქალწული

რთული დღეა. მოსალოდნელია შეცდომები პროფესიული საქმიანობის სფეროში და გაუგებრობები პირად ურთიერთობებში. სავარაუდოდ, ახალი იდეები და წინადადებები წარუმატებელი იქნება და ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. საჯარო სექტორის თანამშრომლები საკუთარ მოვალეობებს ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდონ - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს კომერციული საქმიანობა წარმატებას და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. მულოდნელმა სიახლემ შეიძლება არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეცვალოს. ეცადეთ, ძველი გეგმები და საქმეები დროულად დაასრულოთ და ახალი გეგმების განხორციელებას მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ. პირად ცხოვრებაში არ არის გამორიცხული პარტნიორთან უთანხმოებით გამოწვეული პრობლემები.

მორიელი

ეს დღე სულიერ სიმშვიდეს და წონასწორობას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისა და დიდი შესყიდვების განხორციელებისთვის. თავს სიტუაციის ბატონ-პატრონად იგრძნობთ. გეჩვენებათ, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი თქვენს ნებას ემორჩილება და თქვენს სურვილებს ასრულებს. ურთიერთობებში სრული ურთიერთგაგება დამყარდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს პროფესიული საქმიანობის სფეროში განსაკუთრებული წინდახედულება და სიფრთხილე გმართებთ, რადგან მოსალოდნელია შეცდომა, რომელიც ძალიან დაგაზარალებთ. ერიდეთ ახალ იდეებს და ექსპერიმენტებს და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ ერიდეთ ზედმეტი საკვების და ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობის, სწავლის და ახალი საქმის დაწყებისთვის. ერიდეთ დაპირებების გაცემას, რომლებსაც ვერასოდეს შეასრულებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას, ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს. უპირატესობა მიანიჭეთ რძის პროდუქტებს და თავი შეიკავეთ ცხიმიანი საკვების მიღებისგან.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა საქმიანი კონტაქტებისა და მეგობრული კავშირების აღდგენისთვის. გირჩევთ მეგობრებთან ერთად შეადგინოთ სამომავლო გეგმები პოლიტიკის, ბიზნესის, ხელოვნების მიმართულებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ გეგმების განხორციელებას ბევრი დრო, ძალისხმევა და ფინანსური რესურსი დასჭირდება.

თევზები

ეს დღე შედეგების შეჯამებასთან ასოცირდება. ეცადეთ, საკუთარი საქმიანობა უფრო კრიტიკულად შეაფასოთ, რათა ჩატარებული სამუშაოს ყველა უპირატესობა და ნაკლოვანება დაინახოთ. ამ დღეს პროფესიული საქმიანობა დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ, ამიტომ მოგზაურობის ან ოჯახური შვებულების გადადება მომდევნო შაბათ-კვირისთვის მოგიწევთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები