8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

რთული დღეა, რომელიც ნებისმიერი საქმის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ ან იმპულსურმა ქმედებამ შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა წინააღმდეგობრივი ტენდენციების გამო, იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახური და პირადი პრობლემების მოგვარებამ სხვა საქმეებისთვის დრო აღარ დაგიტოვოთ. ფულის მოგება, წარმატებული შენაძენი ან ვალის დაბრუნება გელით.

კურო

აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც შესანიშნავ პერსპექტივებს გპირდებათ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. სავარაუდოდ, მივლინებაში გაგიშვებენ, რაც თქვენს ოჯახურ ბიუჯეტს შეავსებს. ხელსაყრელი დღეა ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. შეძლებთ ვარსკვლავების კეთილგანწყობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და ბიზნესიდეები წარმატებით განახორციელოთ.

ტყუპები

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც სიახლეები და თავგადასავლები ახლავს. ეს დღე შეიძლება ხელსაყრელი აღმოჩნდეს ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მივლინებაში გაგზავნამ თქვენი ოჯახური ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეავსოს. საღამოს მოსალოდნელია პრობლემები საყვარელ ადამიანთან, გაუთვალისწინებელი ხარჯები ან პრობლემები ბავშვებთან.

კირჩხიბი

ამ დღეს შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობებით იმედგაცრუებული დარჩეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უსიამოვნო დღეა, თქვენ შეძლებთ ვარსკვლავების ხელსაყრელი მდგომარეობა გამოიყენოთ და საკუთარი ბიზნესიდეები ბრწყინვალედ განახორციელოთ. ნუ დაივიწყებთ მეგობრებს და პარტნიორებს, რომელთა დახმარებითაც მიაღწიეთ იმ სიმაღლეებს, სადაც ხართ.

ლომი

მძიმე და პრობლემური დღეა. სამსახურში, უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საკუთარი ინიციატივებისთვის უფრო შესაფერისი დრო შეარჩიოთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ფინანსურ საკითხებში, რადგან ფინანსური მდგომარეობა ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და უკეთეს მომენტს დაელოდოთ. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას ან შერყეული ავტორიტეტის აღდგენას მხოლოდ მომავალი კვირიდან უნდა ელოდოთ.

ქალწული

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, თუმცა, წინააღმდეგობრივი ტენდენციების გამო, წარმატებამ შეიძლება ნებისმიერ დროს ზურგი გაქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებების დაწყებას ან სტრატეგიული გეგმების შედგენას მოერიდოთ. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახური ან პირადი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, რაც ყველა დანარჩენ საქმეს დაგავიწყებთ.

სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც ცვლილებები, სიახლეები და თავგადასავლები ახლავს. ეს დღე შეიძლება ხელსაყრელი აღმოჩნდეს ახალი კონტრაქტების გაფორმებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. თუ ამ დღეს მივლინებაში წასვლა შემოგთავაზეს, უარი არ თქვათ - ეს მგზავრობა მნიშვნელოვან შემოსავალს გპირდებათ. ფრთხილად იყავით და მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

მორიელი

არახელსარელი დღეა. ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან გაუმართლებელი ხარჯები ოჯახურ ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს. თამამად იმოქმედეთ, რადგან ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნერვიულობა და უძილობა. ეცადეთ ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და თბილი აბაზანები მიიღოთ.

მშვილდოსანი

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც სიახლეებს და ცვლილებებს გპირდებათ. თუ მივლინებაში წასვლა შემოგთავაზეს, უარს ნუ იტყვით - ეს მგზავრობა თქვენი ოჯახის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად შეავსებს. გაითვალისწინეთ, რომ აურზაური და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეცდომებს და ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.

თხის რქა

ვარსკვლავები ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებების დაწყებას არ გირჩევენ. არ არის გამორიცხული, რომ ოჯახური და პირადი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ და თავისუფალი წუთი არ დაგრჩეთ. მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება სავარაუდოდ, უსიამოვნებებს მოგიტანთ.

მერწყული

გაუთვალისწინებელი ხარჯები ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას გამოიწვევს. სავარაუდოდ, ამის შემდეგ ძველი პოზიციის აღდგენა გაგიჭირდებათ. გირჩევთ პრობლემები უახლოეს ადამიანებთან და ძველ მეგობრებთან ერთად განიხილოთ. მათი რჩევები ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს გაპოვნინებთ.

თევზები

ამ დღეს როგორც ფიზიკური, ასევე, ემოციური დატვირთვა გელით. სამწუხაროდ, ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელი ვერ შეძლებს შექმნილ სიტუაციასთან გამკლავებას. თავი შეიკავეთ საქმიანი მოლაპარაკებების დაწყების, მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებისა და მოგზაურობისგან, რადგან თქვენი მცდელობა სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები