29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

პლანეტების განლაგება ჯერ კიდევ არასახარბიელოა. ვარსკვლავები გირჩევენ, სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, რადგან გამორიცხული არ არის დაზიანება და ავადმყოფობა. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი კონტაქტები და გადადოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ახალი ნაცნობი თქვენს ცხოვრებაში უარყოფით როლს შეასრულებს. გამოიყენეთ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ - ეს სიმშვიდისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

კურო

ხელსაყრელი დღეა, რომელიც კოსმოსური ენერგიის მიღების ნიშნით ჩაივლის. სავარაუდოდ, ფინანსურ სფეროში წარმატებას მიაღწევთ, მთავარია, რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი. ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა, რომელიც ახალ პერსპექტივებს შემოგთავაზებთ. ეს შეიძლება, ახალი სამსახურის მიღებას ან შემოსავლის წყაროს შეცვლას უკავშირდებოდეს. გირჩევთ, მეგობრების ან გავლენიანი მფარველების დახმარებაზე უარი არ თქვათ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებით უსიამოვნო ამბავს შეიტყობთ.

კირჩხიბი

ეს დღე შეიძლება არახელსაყრელი აღმოჩნდეს. ხვდებით, რომ თქვენი სურვილების ასრულება შეუძლებელია, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. ეცადეთ, დროებითი პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ხვალინდელი დღე დღევანდელ პრობლემებს დაასრულებს.

ლომი

პლანეტების განლაგება ჯერჯერობით, არასახარბიელოა. ბედი განსაცდელს გიგზავნით და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, გაუძლებთ თუ არა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობას და პირად ცხოვრებაში ცვლილებებს მოერიდოთ. ეცადეთ, ზედმეტი კონტაქტები თავიდან აიცილოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ. გაითვალისწინეთ, რომ ახალი ნაცნობი თქვენს ცხოვრებაში უარყოფით როლს შეასრულებს.

ქალწული

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც ცდუნებას და ავადმყოფობას უკავშირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. თავიდან აიცილეთ ზედმეტი საუბრები და გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში უარყოფით როლს შეასრულებს. ეცადეთ, პიროვნული ხიბლი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ - ეს თქვენ გარშემო სიმშვიდისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ. სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს და მალე ასრულდეს.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, რადგან მოსალოდნელია ავტოსაგზაო შემთხვევა ან სხვა უსიამოვნება. პროფესიული საქმიანობის სფეროში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კონფლიქტი გელით. მენეჯმენტის უკმაყოფილება სავარაუდოდ, შეუსრულებელ ვალდებულებებს ან დაპირებებს უკავშირდება.

მორიელი

კრიტიკული დღეა. თქვენს გზაზე წარმოქმნილი პრობლემებისა და სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, გარეგნული სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მიმდინარე საქმის წარმატებული ფინიში. სავარაუდოდ, ფინანსური შემოსავალი გელით. ეს საშუალებას მოგცემთ, საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს ბევრი სასიამოვნო წუთი აჩუქოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც თქვენს წინაშე ახალ შესაძლებლობებს გადაშლის. მეგობრების ან გავლენიანი მფარველების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით - მათი მონაწილეობა ახალი სამსახურის შოვნაში ან შემოსავლის ძირითადი წყაროს შეცვლაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უარყოფით როლს შეასრულებს. მოულოდნელი კამათი ვითარებას უკიდურესად დაძაბავს და თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს და მალე ასრულდეს.

მერწყული

ეს დღე სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობების ზრდას უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ნებისმიერი საქმის დასასრული წარმატებული იქნება და თქვენს სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

თევზები

გირჩევთ, საკუთარ ინტუიციას ენდოთ. მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე, რომელმაც შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოთ და სტრესი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დადებითი ტენდენციების გამოჩენას მოთმინებით დაელოდოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები