12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი დ პირადული ხიბლი. სასიამოვნო სიახლემ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ. გირჩევთ, თხოვნების შესრულებაზე უარი არავის უთხრათ და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ერიდოთ. ნებისმიერ საქმეში პარტნიორების და მეგობრების იმედი უნდა გქონდეთ. ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში აღიარებას და წარმატებას გპირდებიან.

კურო

იწყება ვენერას რეგრესული მოძრაობა, რასაც სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან კამათი ან კონლიქტი მოჰყვება. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ერთად დარჩებით თუ ურთიერთობის სრული გაწყვეტა მოხდებსა. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. გირჩევთ, დაავადების პირველივე სიმპტომების შემდეგ ექიმს მიმართოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ, რადგან ყველგან წარმატება გელით. მარტოხელა ან თავგადასავლების მაძიებელმა ტყუპებმა შეიძლება, საპირისპირო სქესის ყურადღება მიიპყრონ, მაგრამ ვენერას რეგრესული მოძრაობის გამო ნაცნობობა ჩხუბით და სკანდალით დასრულდება.

კირჩხიბი

რთული დღეა. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებული უსიამოვნო ამბები. ყურადღება მიაქციეთ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს - შეიძლება მათში ახალი ღირსებები აღმოაჩინოთ. სამსახურებრივი პრობლემები დროთა განმავლობაში მოგვარდება და თქვენ წონასწორობას აღიდგენთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები წინა კვირის ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებიან. საქმიანი კონტაქტები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან მიმართვები სასურველ შედეგს მოგიტანთ. შესაფერისი დროა ქორწინებისთვის, საყვარელ ადამიანთან შეხვედრისა და ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც შეიძლება, გრძელვადიან, სერიოზულ ურთიერთობად გადაიზარდოს.

ქალწული

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული ხიბლი იზრდება. შეგიძლიათ, პარტნიორებს ან მეგობრებს ნებისმიერ საქმეში ენდოთ - მათი რჩევა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. მარტოხელა ქალწულებს პირად ცხოვრებაში აღიარება და წარმატება ელით, თუმცა საყვარელ ადამიანს როგორმე საკუთარი განზრახვის სერიოზულობა უნდა დაუმტკიცოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვის და სუფთა ჰაერზე საქმიანობისთვის. ამ დღეს ბიზნესსაქმიანობამ შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. სიზმრები პირიქით უნდა განმარტოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა მხიარული შეხვედრების, ოჯახური დღესასწაულებისა და სტუმრების მიღებისთვის. თქვენი მიმზიდველობა და მოვლენების მიმართ შემოქმედებითი, ორიგინალური დამოკიდებულება გარშემომყოფების კეთილგანწყობას მოგიტანთ, მაგრამ შესაძლოა, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რომ საკუთარი მოსაზრებების დაცვა მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემები.

მშვილდოსანი

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. მარტოხელა მშვილდოსანს თევზების ან კუროს ნიშნის წარმომადგენელთან რომანტიკული შეხვედრა ელის, მაგრამ ნაცნობობა, სავარაუდოდ, ჩხუბით ან ორმხრივი გაღიზიანებით დასრულდება.

თხის რქა

ვარსკვლავების განლაგება პროფესიული საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არახელსაყრელია. ყველა საქმის ერთდროულად და სწრაფად დასრულების სურვილმა შეიძლება, შეცდომები ან ნერვული სტრესი გამოიწვიოს. სავარაუდოდ, უსიამოვნო სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თითქმის უცნობი ადამიანებისგან მატერიალური დახმარება ან ღირებული რჩევა გელით. სიზმარი ახდება, თუ სამ დღეში ორჯერ ნახავთ. სიზმარში კბილების ჩამოცვენა დანაკარგს ნიშნავს.

მერწყული

ეს დღე დევნას, თვალთვალს და ძალადობას უკავშირდება. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ მიმდინარე საქმეები წინდახედულად უნდა დაგეგმოთ. გირჩევთ, ხალხმრავალ ადგილებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ერიდოთ.

თევზები

ეს დღე აგრესიას და პროვოკაციებს განასახიერებს. ეცადეთ მოთმინება და გამძლეობა გამოიჩინოთ, რადგან ზედმეტი ნერვიულობა სიტუაციას მხოლოდ გაართულებს. მოსალოდნელია გარემოცვასთან სასტიკი შეტაკებები. ახლა მთავარია, მოვლენები არ დააჩქაროთ და ფინალს მშვიდად დაელოდოთ. ეცადეთ, მოზარდი ბავშვების პრობლემებს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები