13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეს დღე დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას გპირდებათ. ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებებს. ეცადეთ, ვალები დროულად დააბრუნოთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურს სირთულეებს მალე ფინანსური წარმატება შეცვლის. სიფრთხილე გამოიჩინეთ საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.

კურო

უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა - მშობლები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და მათთან კამათს აზრი არ აქვს. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ან ახალი ვალდებულებების აღებას. ჯერ ამის დრო არ დამდგარა. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული გატაცება.

ტყუპები

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. შესაძლებელია დიდი ხნის უნახავ ადამიანს შეხვდეთ. სავარაუდოდ, შორი გზიდან ჩამოსულ ადამიანთან რომანტიკულ ურთიერთობას გააბამთ.

კირჩხიბი

ეს დღე მუშაობისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის განგაწყობთ. თუ ძალიან მოინდომებთ, შედეგს დღესვე მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ სექსისთვის არახელსაყრელი დღეა. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ და დროულად დაიძინოთ. გახსოვდეთ, თბილი აბაზანა შესანიშნავი საშუალებაა დაძაბულობის მოსახსნელად.

ლომი

ეცადეთ, რომ ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. კონფლიქტური მხარეების შერიგების ყველა თქვენი მცდელობა სიტუაციას უფრო გაამწვავებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება - თქვენგან ერთ-ერთმა დაშორება საბოლოოდ გადაწყვეტა. ამ დღეს ერიდეთ თვითმფრინავით მგზავრობას.

ქალწული

ზოგადად ხელსაყრელი დღეა. ჩვეულზე უფრო სერიოზული და შრომისმოყვარე ხართ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ და გაგამხიარულებთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია უფროსი თაობის ადამიანებთან კამათი. შესაძლებელია, საყვარელი ადამიანების ქმედებებმა იმედგაცრუება მოგიტანოთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, ეს დღე საუკეთესოა მათთან შეხვედრისთვის. საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ურთიერთობისას სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.

მორიელი

საუკეთესო დღეა საქმიანი მოგზაურობისა და მოლაპარაკებებისათვის. შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. ეცადეთ, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილის საათებში დაგეგმოთ. თუ მარტოხელა ხართ, ახალი რომანტიკული ნაცნობობა გელით.

მშვილდოსანი

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ და ემოციები აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხარო შედეგის აცილება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ. შორი გზიდან ჩამოსულ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა გელით.

თხის რქა

დღეს უმჯობესია დაისვენოთ, რადგან თქვენი მცდელობის მიუხედავად, საქმე სასურველ შედეგს არ მოიტანს. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალების დაბრუნებას მოითხოვს და აქ საქმე ფულს არ ეხება. ეცადეთ, საღამოს დროულად დაიძინოთ. გახსოვდეთ, რომ თბილი აბაზანა საუკეთესო საშუალებაა დაძაბულობის მოსახსნელად.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან და მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, რომ ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, მშვიდად, ემოციების გარეშე მიიღოთ. შორ გზაზე მგზავრობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

თევზები

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოსალოდნელია რთული საუბარი უფროსებთან, რაც საბოლოოდ თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია