15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ფულის დაუგეგმავი ხარჯები გელით. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს - შეიძლება კუჭის არეში ტკივილი იგრძნოთ. დროა, სამსახურში დაწინაურება მოითხოვოთ. თქვენ ამას იმსახურებთ და ეს უფროსებმაც კარგად იციან. ამ დღის სიმბოლო ხანგრძლივი და დაძაბული შრომაა.

კურო

ამ დღეს საკმარისზე მეტი ენერგია გაქვთ. შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება გთხოვოთ. სავარაუდოდ, საქმიდან, რომელშიც ბევრი ფული და ენერგია ჩადეთ, შემოსავალს ან მატერიალურ წახალისებას მიიღებთ. გირჩევთ უფრო თამამად იმოქმედოთ.

ტყუპები

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობა გელით. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება მშვიდად და ყოველგვარი ემოციის გარეშე მიიღოთ. არახელსაყრელი დღეა აქტიურობისა და პრინციპული მოქმედებისთვის. ეცადეთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ და ნაკლები შეცდომა დაუშვათ.

კირჩხიბი

ეს დღე კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეებს მოგიტანთ. შესაძლოა, მეგობრებმა თეატრში ან კინოში დაგპატიჟონ. სავარაუდოდ, სამსახურში იურიდიული და სამართლებრივი საკითხების მოგვარება და სასამართლოში წასვლა მოგიწევთ. სწორად მოქმედების შემთხვევაში უამრავი საქმის გაკეთებას მოასწრებთ.

ლომი

ამ დღეს სამსახურში უკიდურესად ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოთ, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. საქმე, რომელსაც ამჟამად აკეთებთ, რთული არაა, სამაგიეროდ, შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ, უსიამოვნებები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

ქალწული

მნიშვნელოვანი ცვლილებების დღეა. გაითვალისწინეთ, რომ ტყუილი და ეშმაკობა ვერ დაგეხმარებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და არ აჩქარდეთ. უახლოეს ხანებში გექნებათ შესაძლებლობა, რომ მიზანს მიაღწიოთ. კომერციული ოპერაციები წარმატებული იქნება. მოსალოდნელია ფინანსური დახმარება საზღვარგარეთიდან.

სასწორი

თავს ენერგიულად გრძნობთ და ნებისმიერი სირთულის საქმესთან გამკლავება შეგიძლიათ. გამორიცხული არ არის უსიამოვნო სიახლე ან გარემოებების არასასურველი დამთხვევა. რომანტიკულ განწყობაზე ყოფნა მოსაწყენი სამუშაოს შესრულებაში ხელს გიშლით. ამ დღის მთავარი ამოცანა გულმოდგინე შრომაა.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროებში დასაქმებული მორიელებისთვის. შეგიძლიათ, თამამად გამოიჩინოთ ინიციატივა და კოლეგებისა და უფროსების განსახილველად ახალი იდეები და წინადადებები წამოაყენოთ. სასურველია, დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრების ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

მშვილდოსანი

პასიური დღეა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს განასახიერებს. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია გულდასმით შეისწავლოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ - ეს დროებითი სირთულეებია.

თხის რქა

ამ დღეს მხიარული წვეულების ცენტრში ხართ, თუმცა სახლში ბევრი გადაუდებელი სამუშაო გელოდებათ. ხელსაყრელი დროა მრავალმხრივი ურთიერთობების, მეგობრების შეხვედრის, ნებისმიერი სახის პარტნიორობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. სწორად შედგენილი სამოქმედო გეგმა ამ დღეს უამრავი საქმის გაკეთების საშუალებას მოგცემთ.

მერწყული

მხიარული, აქტიური და ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ ნებისმიერი სირთულის საქმეს სწრაფად და მარტივად გაუმკლავდეთ. ეცადეთ, სამსახურში არ დააგვიანოთ და თუ დილას გაღვიძება გიჭირთ, მაღვიძარა შეიძინოთ. გირჩევთ, ყველა პრობლემა გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

თევზები

ეს დღე თქვენს ქორწინებას უფრო მტკიცეს და ჰარმონიულს გახდის. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია გულდასმით უნდა შეისწავლოთ. არახელსაყრელი დროა ერთობლივი და კოლექტიური საქმიანობისთვის, თუმცა, ინდივიდუალური საქმიანობა წარმატებული იქნება და, სავარაუდოდ, სასურველ შედეგს მოგიტანთ. მოსალოდნელია ფინანსური დახმარება საზღვარგარეთიდან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები