25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

საუკეთესო დღეა ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. მთელი ყურადღება სამუშაოზე და საყვარელ ადამიანებზე გაქვთ გადატანილი. სამთავრობო უწყებებში ვიზიტი წარმატებით დასრულდება - მნიშვნელოვანი საქმის დასასრულებლად პროფესიონალი სპეციალისტების რჩევას მიიღებთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან ამან შეიძლება ნერვიულ აშლილობამდე მიგიყვანოთ.

კურო

ეს დღე სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო შეხვედრებს და წვეულებებს გპირდებათ. ხვალამდე თავი შეიკავეთ რამე სერიოზული საქმის დაწყებისგან. დღის მეორე ნახევარში თქვენი განწყობა უკეთესობისკენ შეიცვლება და საქმეებიც უკეთ წავა. მოსალოდნელია გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები.

ტყუპები

ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. გავლენიანი ადამიანები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, თავში შესანიშნავი იდეა მოგივიდეთ.

კირჩხიბი

მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა, მაგრამ ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, სარგებელს მოგიტანთ. სამსახურში, ხელმძღვანელობასთან დაძაბული საუბარი გელით. ეცადეთ, საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ, რადგან ეს გაუთვალისწინებელ შედეგებს გამოიწვევს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა თვითგანვითარებისა და ჰორიზონტის გაფართოებისთვის. თუ ავტომობილს მართავთ, ეცადეთ, გზაზე სიფრთხილე გამოიჩინოთ. საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება.

ქალწული

დღეს შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეში წარმატების იმედი გქონდეთ. გირჩევთ, სხვა დროისთვის გადადოთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის გადაჭრა და არავითარ შემთხვევაში არ მოაწეროთ ხელი რაიმე დოკუმენტს. დღის მეორე ნახევარში საოჯახო საქმეები გელით.

სასწორი

უფროსებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. მშობლები დაჟინებით ცდილობენ, საკუთარი გაიტანონ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. პროფესიულ სფეროში საკუთარი ნიჭის გამოვლენას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მუშაობის გრაფიკი და გადაღლა ნერვულ აშლილობას მოგიტანთ.

მორიელი

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადალახვაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, კარგი მუშაობისთვის ბონუსები მიიღოთ, თუმცა მანამდე დიდი ალბათობით, ფინანსური სირთულეები გელით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები.

მშვილდოსანი

ეს დღე სერიოზულ მუშაობასა და თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. როდესაც საკუთარი გეგმების განხორციელებას შეუდგებით, ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს დაგეხმარნენ. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს და თავი შეიკავეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევისგან.

თხის რქა

ეცადეთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში მკაცრად დაიცავით თქვენი დიეტა. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - სპეციალისტებისგან საჭირო რჩევებს მიიღებთ და მნიშვნელოვანი საკითხები დაუყოვნებლად მოგვარდება. უფროსთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

მერწყული

მთლიანობაში ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები ან სატელეფონო საუბარი მეგობრებთან და ნათესავებთან. შუადღის შემდეგ თქვენი განწყობა უკეთესობისკენ შეიცვლება - თავს უფრო მხნედ იგრძნობთ და საქმეებიც უკეთესად წავა.

თევზები

ამ დღეს გამორიცხული არ არის უფროსებთან კამათი და დაპირისპირება. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. ამ დღეს ნებისმიერი საქმის შედეგი თქვენს ნებისყოფაზე და გამძლეობაზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში საოჯახო საქმეები გელით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები