26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეცადეთ, ამ დღეს მოთმინება გამოიჩინოთ და ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტს თავი აარიდოთ. სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის პირველი ნახევარში მოაგვაროთ, საღამო კი ოჯახის წევრებთან ერთად ჰაერზე სეირნობას ან მცირე ოჯახურ წვეულებას დაუთმოთ.

კურო

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ავადმყოფი ნათესავის მოვლა მოგიწიოთ. შრომით ფრონტზე მიღწეული წარმატებების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ დაწინაურება მოითხოვოთ და თქვენმა უფროსებმა ეს მშვენივრად იციან. ფინანსისტ კუროებს წარმატება ელით.

ტყუპები

დროა, იმუნიტეტის გაძლიერებას და ჯანმრთელობის გაკაჟებას შეუდგეთ. სავარაუდოდ, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ საქმე, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, სასურველ შედეგს მოგიტანთ. მოსალოდნელია კონფლიქტი საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით - უფროს ნათესავებთან.

კირჩხიბი

სამსახურში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ. ამ დღეს სავარაუდოდ, ყველა საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. არახელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისთვის. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, მთელი ოჯახით ქალაქგარეთ წახვიდეთ.

ლომი

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. თუ საყვარელ ადამიანთან ნაჩხუბარი ხართ, ყველაფერი სცადეთ, რომ კონფლიქტი სწრაფად დაასრულოთ. სავარაუდოდ, სამსახურში სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან გულახდილი საუბრებისგან.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ქორწინებისა და ოჯახური ზეიმისთვის. გამორიცხული არ არის, რომ გრძნობებმა კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. საქმე, რომელზეც ახლა მუშაობთ, სავარაუდოდ შემოსავალს მოგიტანთ.

სასწორი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. თანდათანობით თავდაჯერების გრძნობას კარგავთ. გირჩევთ, თავშეკავება გამოიჩინოთ - თუ ჩანაფიქრის განხორციელებას ცდილობთ, ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედეთ და არავითარ შემთხვევაში ზედმეტი არ იაქტიუროთ. განსაკუთრებული სიფრთხილე უფროსთან ურთიერთობაში უნდა გამოიჩინოთ.

მორიელი

დილიდან დაძაბული დღე გელით, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გრძნობების მოზღვავება და რომანტიკული განწყობა მუშაობაში ხელს გიშლით, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

მშვილდოსანი

ამა თუ იმ მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის შესაფერისი დღეა. იქნებ იმიჯის შეცვლაზე იფიქროთ და საღამოს სილამაზის სალონში წასვლა დაგეგმოთ. გირჩევთ, ინიციატივა გამოიჩინოთ და კოლეგები ახალი იდეებით გააოცოთ.

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს საქმიანი წინადადებით მოგმართონ, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ - სავარაუდოდ, იმედგაცრუებული დარჩებით. გამორიცხული არ არის, რომ ძველ ბიზნესპარტნიორს შეხვდეთ. წინდახედულება პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, რადგან დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. უფროსებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. მოსალოდნელია გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა და საინტერესო ბიზნესგეგმები.

თევზები

ამ დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და უსიამოვნო სიახლეები გელით. ბევრი გადაუდებელი საქმე გაქვთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი განხორციელება თქვენთვის სასარგებლო იყოს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები