28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

თავს ემოციურად ამაღლებულად იგრძნობთ, მაგრამ წინდახედულება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოთ. რთულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას ცდილობთ, კარგად უნდა გაისარჯოთ, რომ მოტყუებული არ დარჩეთ. ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და მოგზაურობისთვის.

კურო

ამ დღეს განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აიცილოთ. თქვენმა არჩევანმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია. ბანკის თანამშრომლებს წარმატებული დღე ელით.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მოგართვან. სავარაუდოდ, დაუსრულებელი საქმე პრობლემებს მოგიტანთ, თუმცა რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უფრო ადვილად გაართმკევთ თავს. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან.

კირჩხიბი

ეცადეთ, ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და თავი არ მოიტყუოთ. გირჩევთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, ემოციების გარეშე მიიღოთ. თქვენი მხრიდან გარკვეული ცვლილებების განხორციელების მცდელობას შესაძლოა, ოჯახის მხარდაჭერა არ მოჰყვეს, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელებისგან.

ლომი

თავს დილიდან გაღიზიანებულად გრძნობთ და მუშაობის სურვილი არ გაქვთ. შესაძლოა, მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიონ. ფრთხილად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან, და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

ქალწული

თავს მხნედ და ენერგიით სავსედ გრძნობთ დ ნებისმიერ რთულ საქმესთან შეჭიდებისთვის მზად ხართ. ბიზნესში ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება, დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ და თქვენი საქმიანი აქტივობა გაიზრდება.

სასწორი

ეს დღე სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებებითა და ინტრიგებით სავსეა. გაითვალისწინეთ, რომ ტყუილი ვერ გიშველით. პირიქით, შეიძლება უფრო დაგაზარალოთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი წუნიანი აღმოჩნდება და იმედგაცრუებულს დაგტოვებთ. ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და მოგზაურობებისთვის.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. არასასურველი სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა გელით. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. ბანკის თანამშრომლები მოგებიან ოპერაციას განახორციელებენ.

მშვილდოსანი

სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგია მცირდება. მშვილდოსან მამაკაცებს რაინდული თვისებების გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება კოლეგებისა და უფროსების არაკეთილგანწყობა გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.

თხის რქა

ეცადეთ ამ დღეს მშვიდი და შეუმჩნეველი იყოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, შეიძლება გარემოებათა გამო, თქვენი სასიყვარულო კავშირის ოფიციალურად აღიარება მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ მძიმე საკვების მიღებისგან.

მერწყული

სახლში უამრავი გადაუდებელი საქმე დაგიგროვდათ. თქვენმა არჩევანმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობის დაწყება შორიდან ჩამოსულ ადამიანთან.

თევზები

ამ დღეს უჩვეულოდ ენერგიული და აქტიური ხართ და ნებისმიერი სირთულის საქმეს ადვილად უმკლავდებით. გირჩევთ, ყველა დაწყებული საქმე დროულად დაამთავროთ და ახალი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ. დაძაბულობის მოსახსნელად ძილის წინ თბილი აბაზანა მიიღეთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია