5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა შერიგებისა და გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად. შეიძლება, ოჯახის რომელიმე წევრის გამო ნერვიულობა მოგიწიოთ. გირჩევთ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევაზე არ მოცდეთ და მეტი დრო საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო იდეები მოგივათ.

კურო

სავარაუდოდ, დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დათანხმდეთ, რადგან იმედგაცრუებული დარჩებით. საყვარელმა ადამიანმა თქვენი თავშეკავება შეიძლება უყურადღებობად მიიჩნიოს, რაც წყენას და გაუგებრობას გამოიწვევს. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის. გირჩევთ, უფროსთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა - ბიზნესსაქმიანობისთვის, რადგან დღეს ზედმეტად დაბნეული ხართ. გირჩევთ, მაცდურ შეთავაზებას არ ენდოთ. საღამოს თქვენი განწყობა უკეთესობისკენ შეიცვლება და საქმეც უკეთ წავა. გირჩევთ, ოჯახის წევრებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. ერიდეთ ვირუსებს და იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნეთ.

კირჩხიბი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო ამბებით დაგამახსოვრდებათ. ალბათ დადგა დრო, რომ დაეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე, უანგაროდ დაგეხმარნენ. დღის მეორე ნახევარში საოჯახო საქმეები გელით.

ლომი

ეს დღე თქვენს ქმედებებს სიმტკიცეს შესძენს. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. სავარაუდოდ, ოჯახის უფროს წევრებთან რთული საუბარი გელით, რაც საბოლოოდ სარგებელს მოგიტანთ და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ - ეს ჯანმრთელობის პრობლემებს შეგიქმნით.

ქალწული

ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეა, მაგრამ დიდი შესყიდვებისგან თავის შეკავება ჯობს. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, წარმატებით დასრულდება. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.

სასწორი

ეს დღე საინტერესო შეხვედრებს და სიყვარულში წარმატებას გპირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მცდელობა, შეარიგოთ კონფლიქტური მხარეები, მხოლოდ „ცეცხლზე ნავთს დაასხამს“. გირჩევთ, ფინანსური პრობლემის მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და დოკუმენტზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავოთ.

მორიელი

სავარაუდოდ, ამ დღეს ფინანსური ზარალი გელით და მიზეზი თქვენი გადაჭარბებული ქედმაღლობა იქნება. სამუშაო თავზესაყრელად გაქვთ, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე გაღიზიანებთ და გღლით. გირჩევთ, უფროსებთან ურთიერთობის დროს თავშეკავება გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

მშვიდი და პასიური დღეა. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანების ქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. დიდი ალბათობით, ეს დღე ფინანსურ სირთულეებს მოგიტანთ. თუ ამის საშუალება მოგეცათ, ეცადეთ, განმარტოვდეთ და დაისვენოთ.

თხის რქა

ეს დღე უამრავ საინტერესო მოვლენას გპირდებათ. თუ სირთულეები შეგექმნათ, შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. ეცადეთ, ოჯახურ საქმეებს მეტი ყურადღებით მოეკიდოთ და ოჯახის წევრებთან კამათისგან თავი შეიკავოთ.

მერწყული

დღეს შეგიძლიათ წარმატების იმედი გქონდეთ. მთავარია, არ აღელდეთ და არ ინერვიულოთ, თორემ უფრო ბევრ პრობლემას შეიქმნით. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - მნიშვნელოვანი საკითხები დაუყოვნებლად მოგვარდება. გადაღლამ შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.

თევზები

ამ დღეს მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ და თავს ხმამაღალი საუბრის უფლება არ მისცეთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა მიმდინარე საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.


Print