8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგია მცირდება, თუმცა არ არის
გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ
გარემოში გაატაროთ და გახალისდეთ. ხელსაყრელი დღეა არასამთავრობო
ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. დღის მეორე
ნახევარში ერიდეთ მძიმე საკვებს და ალკოჰოლურ სასმელებს.
კურო
ამ დღეს ეცადეთ, „უჩინმაჩინის ქუდი“ დაიხუროთ და ყველასთვის უხილავი
გახდეთ. გირჩევთ, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა
სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან ახლა ეს, გაღიზიანებისა და წყენის
გარდა, არაფერს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და
მოგზაურობებისთვის.
ტყუპები
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ტყუპებისთვის. ყურადღება
მიაქციეთ კვების რეჟიმს - შეიძლება, კუჭის არეში ტკივილმა შეგაწუხოთ.
სავარაუდოდ, თქვენი არჩევანი საყვარელ ადამიანს ძალიან გაანაწყენებს,
რასაც კონფლიქტი მოჰყვება. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა
ურთიერთობა ჩიხში არ შევიდეს.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ
ძველი ვალის დაბრუნება გთხოვონ ან ძველი წყენა გაგიხსენონ. უცნაურია,
მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთ გაართმევთ თავს.
სიფრთხილე გამოიჩინეთ მჭრელ საგნებთან და ელექტრო მოწყობილობებთან
ურთიერთობაში.
ლომი
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ, ამიტომ გირჩევთ, მთლიანად
გრძნობას დანებდეთ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს
გელით, ემოციების გარეშე მიიღოთ. შესაძლოა, რომ თქვენს სურვილს ოჯახის
წევრების წინააღმდეგობა შეხვდეს და ამან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.
დღის მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლური
სასმელის მიღებისგან.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის.
შესაძლოა, მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიონ და უარს ნუ ეტყვით
- დადებითი ემოციები ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ფრთხილად იყავით
მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების
დოზას.
სასწორი
ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა
იყოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება, დიდი ფინანსური ზარალი
გამოიწვიოს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დაუვიწყარ ემოციებს
მოგიტანთ. საღამოს თქვენი საქმიანი აქტივობა გაიზრდება.
მორიელი
ამ დღეს საკმარისზე მეტი ენერგია გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ ახლობელ
ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი ვერაფრით დაგეხმარებათ. პირიქით,
საკუთარ თავს უფრო დიდ ზიანს მიაყენებთ. თავი შეიკავეთ რამეს
შეძენისგან, რადგან შეძენილი ნივთის ხარისხით იმედგაცრუებული
დარჩებით. ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და მოგზაურობებისთვის.
მშვილდოსანი
ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობა გელით.
მოვლენების არახელსაყრელი განვითარება ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანთ,
მაგრამ ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. საპირისპირო სქესთან
ურთიერთობა წარმატებული იქნება და სასიამოვნო წუთებს გაჩუქებთ.
თხის რქა
მზად იყავით მშობლებთან, ახლო ნათესავებთან და კოლეგებთან
ურთიერთობაში პრობლემებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ხანმოკლე
სამსახურებრივი რომანი კოლეგებსა და უფროსებს თქვენ მიმართ უარყოფითად
განაწყობს და ავტორიტეტს შეგილახავთ. ფრთხილად იყავით მჭრელ საგნებთან
და ელექტრო მოწყობილობებთან.
მერწყული
ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ.
გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ვითარება ყურადღებით უნდა
შეისწავლოთ. თუ სამოქალაქო ქორწინებაში ხართ, გირჩევთ, თქვენი
კავშირის რეგისტრაციაზე იფიქროთ. საღამოს თავი შეიკავეთ მძიმე
საკვების მიღებისგან.
თევზები
ამ დღეს სერიოზული ცვლილებები გელით. შესაძლოა, სახლში ბევრი
გადაუდებელი სამუშაო გამოგიჩნდეთ და პროფესიული საქმიანობისთვის დრო
აღარ დაგრჩეთ. საინტერესო ადამიანთან შეხვედრამ შესაძლოა ახალი
პერსპექტივები გაგიჩინოთ. ფრთხილად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან
და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.