10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეს დღე თქვენს მომავალ ქმედებებს განსაზღვრავს. ნუ გამოიჩენთ დომინირების სურვილს და ნუ დაიწყებთ სხვათა ნაკლოვანებების კრიტიკას, თორემ შეიძლება ახლობელი ადამიანები დაკარგოთ და მარტო დარჩეთ. ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ.

კურო

შესანიშნავი დღეა ინტიმური ურთიერთობებისა და ბავშვის ჩასახვისთვის, მაგრამ სრულიად შეუფერებელი - დიდი შესყიდვებისთვის. გეგმების განხორციელებისას არ დაივიწყოთ ისინი, ვინც რთულ დროს თქვენ გვერდით იყო და დაგეხმარათ. თუ ამ დღეს სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას გეგმავთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გირჩევთ ამ დღეს ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

ეს დღე სიყვარულში წარმატებას გპირდებათ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, რომანტიკული პაემანი ან მხიარულ წვეულებაზე მიპატიჟება. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში მკაცრად დაიცვათ თქვენი დიეტა. განსაკუთრებით ხორციან კერძებს და ალკოჰოლურ სასმელებს უნდა ერიდოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალი იდეებით შთაგაგონებთ.

კირჩხიბი

ზედმეტი თავდაჯერების გამო შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. მოსალოდნელია მეგობრებთან ან ნათესავებთან საქმიანი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი. ხელსაყრელი დროა რემონტის დაწყებისა და ავეჯის შეძენისთვის. გირჩევთ, ფიზიკური ვარჯიშის შესახებაც არ დაივიწყოთ და საღამო სპორტდარბაზში გაატაროთ.

ლომი

მშვიდი სამუშაო დღეა. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ საქმის საბოლოო შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებთ ვითარების გაკონტროლებას. უახლოეს წარსულში გაკეთებული საქმეების გამო ჯილდოს ან საყვედურს მიიღებთ. საღამოს შეიძლება, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ძალიან გაგაღიზიანებთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა თვითგანვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ. ბევრი ქალწული საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანი ეძებდა. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მცდელობა ხელფასის გაზრდით დაგვირგვინდეს.

სასწორი

ამ დღეს შეგიძლიათ, ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. ბიზნესმენი სასწორები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. თავი შეიკავეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისგან - ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის - როგორც არ უნდა ეცადოთ, მშობლებს აზრს ვერ შეაცვლევინებთ. დამატებითი შემოსავალი გელით, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. გირჩევთ, ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები გაუქმდება.

მშვილდოსანი

იმედგაცრუება დიდ ტკივილს მოგაყენებთ, უმცა ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. სურვილის მიუხედავად, ამ დღეს უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ. შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა თამამი იდეების განხორციელებისთვის. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმების მიაღწიოთ და სულიერი სიმშვიდე დაიბრუნოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ, საღამო სპორტდარბაზში გაატაროთ.

მერწყული

გირჩევთ ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. უსიამოვნო განწყობას ძველ მეგობართან შეხვედრა გაგიქარვებთ. სავარაუდოდ, დღეს მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცის დაუფიქრებელმა სიტყვამ ძალიან გაგაღიზიანოთ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, ახალი პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები - განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით თქვენს თხოვნას, დიდი ალბათობით, დააკმაყოფილებენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები