11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეს დღე ოჯახურ ურთიერთობებს განამტკიცებს და უფრო ჰარმონიულს გახდის. ბევრი ვერძი ზედმეტად ემოციური იქნება. სავარაუდოდ, პარტნიორთან შეთანხმების მიღწევას შეძლებთ და სიმშვიდე დაგეუფლებათ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ საკუთარი საქმეები მშვიდად და აუღელვებლად აკეთოთ.

კურო

ამ დღეს მოსალოდნელია ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და მოსალოდნელ პროვოკაციებს არ აჰყვეთ. სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანის ახლობლები რჩევისთვის და დახმარებისთვის მოგმართავენ. გაითვალისწინეთ, რომ საქმიანი მოლაპარაკებებისთვის არახელსაყრელი დღეა.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. სავარაუდოდ, ბიზნესპარტნიორთან შეხვედრა და მოულოდნელი შეთავაზება გელით. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობისა და სპორტისთვის. ეცადეთ, უფროსებთან ურთიერთობის დროს ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს წარმატებული დღე ელით. ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ლომი

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთი შეხედვით მცირე შეცდომამ შეიძლება, გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. სავარაუდოდ, მოგებიან ბიზნესწინადადებას მიიღებთ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ.

ქალწული

დიდი ალბათობით, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. ინტუიცია გკარნახობთ, როგორ შეათანხმოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. ხელსაყრელი დღეა სამსახურის შეცვლისა და ახალი პროექტის განხორციელებისთვის. გირჩევთ, ცოტა ხნით სამუშაო დაივიწყოთ და საღამო ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად გაატაროთ - ახლობელ ადამიანებს თქვენი მზრუნველობა და ყურადღება აკლიათ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებებისთვის. ამ დღეს აქტუალური იქნება შემოსავლების განაწილება და გადასახადების გადახდა. შეთავაზებაზე დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ და უფრო მეტიც, ადამიანებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.

მორიელი

აქტიური, შემოქმედებითი და ნაყოფიერი დღეა, რომელიც ხელსაყრელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. გირჩევთ, საქმიანი მოლაპარაკებები სხვა დროისთვის გადაიტანოთ.

მშვილდოსანი

დილიდან დაძაბული დღე გელით. უმჯობესია, სასიყვარულო პაემანი სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან დღეს ეს შეხვედრა წყენისა და იმედგაცრუების გარდა არაფერს მოგიტანთ. სწორად დაგეგმილი დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე დაიწყოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. მოულოდნელმა ცნობამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. შესაძლოა, მატერიალური პრობლემები შეგექმნათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახის უფროსი წევრები და ახლობელი ადამიანები მოინახულოთ. შემოქმედებითი პროფესიის თხის რქებს წარმატებული დღე ელით.

მერწყული

ამ დღეს საქმიანი წინადადებით მოგმართავენ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დათანხმდეთ, რადგან ეს საქმე სარგებელს არ მოგიტანთ. გირჩევთ, საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

თევზები

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება ჯობს, რადგან დილიდან ზედმეტად დაბნეული ხართ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია