კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 15-21 ნოემბერი
ვერძი

გარემოებები ახლა თქვენს სასარგებლოდ არ განვითარდება. ჩანაფიქრი არ შესრულდება. ამის გამო ნუ დასევდიანდებით, უმჯობესია ყურადღება ახალ მიზნებზე გაამახვილოთ და სერიოზულ გამოწვევებზე იფიქროთ. ახლა უფრო ტოლერანტული იყავით საყვარელი ადამიანების მიმართ, ნაკლებად იკამათეთ და შეურაცხმყოფელი სიტყვები არ თქვათ. ეს დრო კარგია ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 15.



კურო

კვირის მეორე ნახევარი პირველზე უკეთესი იქნება, პირადი საკითხები საბოლოოდ მოგვარდება. შესაძლოა პარტნიორი გამოგიტყდეთ თავის გრძნობებში და თქვენგან საპასუხო ნაბიჯის მოლოდინი ჰქონდეს. სამსახურში კი პირიქით, დაძაბულობა იზრდება. გადადგით პირველი ნაბიჯი, რათა თანამშრომლებთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 18.



ტყუპი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა თქვენი წინააღმდეგია, თუმცა ასე არ არის. ოჯახთან ერთად დასვენება, მოგზაურობა ან ბუნებაში გასეირნება, თევზაობა მოგიხსნით ნერვულ და ემოციურ სტრესს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ პერიოდში შესაძლოა ადვილად გაცივდეს. ფრთხილად იყავით, ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს და დროულად მიიღეთ ზომები.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 16.



კირჩხიბი

მშვიდი და გაწონასწორებული პერიოდია, ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება ახლა გქონდეთ, საყოფაცხოვრებო ხასიათისაა. სხვა მხრივ ყველაფერი კარგად იქნება. სამსახურში ხელმძღვანელი ახალი გამოწვევების წინაშე დაგაყენებთ. ნუ შეშინდებით, თუნდაც თავიდან ისინი განუხორციელებლად მოგეჩვენოთ – ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 15.



ლომი

დროა ამ კვირაში ცოტა დაისვენოთ. საქმეები სხვას გადააბარეთ, თქვენ კი დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. იდეალური პერიოდია შოპინგისთვის და ქალაქგარეთ მოგზაურობისთვის. აგარაკზე მხოლოდ დასვენება! ნებისმიერი ფიზიკური სამუშაო ამ დღეებში არ იქნება სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის.

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე: 17.



ქალწული

19 ნოემბერს რთული დღე გელით. შეეცადეთ ეს დღე სახლში გაატაროთ. თუ ამ გამოცდას ღირსეულად ჩააბარებთ, მაშინ წინ საუკეთესო დღეებია თქვენი უნარების გასაუმჯობესებლად. შესაძლებელია გასართობ ღონისძიებაზე მიგიწვიონ – აუცილებლად დათანხმდით. არ გამოტოვოთ კარიერული წინსვლის შანსი.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 21.



სასწორი

ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი საქმე და სამუშაო გექნებათ. გონივრულად გაანაწილეთ რესურსები და განსაზღვრეთ პრიორიტეტები, რათა ყველაფრის გაკეთება მოასწროთ. რაც მთავარია, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფინანსური საკითხები ფრთხილად გადაწყვიტეთ. შეიძლება მოტყუვდეთ, თუ პროფესიონალებს დროულად არ დაუკავშირდებით. პერიოდი იდეალურია დანაზოგისთვის.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 15.



მორიელი

მოემზადეთ ყურადღების ცენტრში ყოფნისთვის. 18 და 19 ნოემბერს მოულოდნელ საჩუქრებსა და სიურპრიზებს ელოდეთ. მიიღეთ ყველაფერი ღიმილით. კარგი იქნება, თუ ამ კვირაში ახალს არაფერს დაიწყებთ. და თუ რაიმე დაუმთავრებელი საქმე გაქვთ, ეს საკითხი სასწრაფოდ გამოასწორეთ. საუკეთესო პერიოდია ახალი ნაცნობობისთვის – შესაძლოა რაიმე ღონისძიებაზე დაგპატიჟონ და უარი არ თქვათ.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 21.



მშვილდოსანი

შესაძლოა ამ კვირაში საყვარელი ადამიანის ღალატის გადატანა მოგიწიოთ. ნუ იჩქარებთ დასკვნებს გაკეთებას. შესაძლებელია ჯანმრთელობის ძველი პრობლემები გაგიმწვავდეთ. სამაგიეროდ ფულთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარდება – მოსალოდნელია ფინანსური შემოსავლები. ეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდად გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 16.



თხის რქა

ნებისმიერი იდეა, რომელიც ახლა გაგიჩნდებათ, შესანიშნავი იქნება. ასე რომ, კალამი და ფურცელი მზად გქონდეთ. ბევრ საზრუნავს გაგიჩენენ ბავშვები, თუმცა სიხარულით სავსე წუთებსაც ისინი გაჩუქებენ. დაგეგმეთ ვიზიტი კოსმეტოლოგთან ან საპარიკმახეროში. ყველა პროცედურა წარმატებული იქნება. დიასახლისებს შეუძლიათ ახლა საშინაო საქმეებით, საჭმლის მომზადებითა და ხელსაქმით დაკავდნენ. ყველაფერი შესანიშნავად გამოუვათ.

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 19.



მერწყული

თქვენი ხიბლი და კეთილგანწყობა ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის ერთდროულად გადაჭრაში დაგეხმარებათ. 21 ნოემბერს შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდეთ. მოემზადეთ ამისთვის! მერწყულებს, რომლებიც დიდი ხნის დაქორწინებულები არიან, შესაძლოა სირთულეები შეექმნათ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 15.



თევზები

თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი პიკზეა. ხელი რასაც არ უნდა მოჰკიდოთ, ყველაფერი გამოგივათ. ეს სამსახურსაც ეხება – აუცილებლად იპოვით გამოსავალს ყველა რთული სიტუაციიდან. ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული. კარგი დროა სპორტით დაკავებისთვის, განსაკუთრებით კარდიოდატვირთვებისთვის. ნუ დაზოგავთ თავს!

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე: 18.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები