26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო სიახლით დაგამახსოვრდებათ. ფინანსური შემოსავალი გელით, თანაც რამდენიმე ადგილიდან. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება.

კურო

სავარაუდოდ, ეს დღე თქვენს სამომავლო ქმედებებს განსაზღვრავს. სასიყვარულო ურთიერთობა იმედგაცრუებას და ტკივილს მოგიტანთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დაუფიქრებელი სიტყვით არავინ გაანაწყენოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდი - დიდი შესყიდვებისთვის. სავარაუდოდ, საღამოს მხიარული პაემანი გელოდებათ. უმჯობესია, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ. საღამოს ამის არც დრო გექნებათ და არც განწყობა.

კირჩხიბი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას მოგიტანთ და სასიამოვნო პაემანს გპირდებათ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც ნებისმიერ უსიამოვნებას დაგავიწყებთ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დიდი ხნით მარტო არ დატოვოთ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

ლომი

ამ დღეს ფინანსური ზარალი გელით და მიზეზი თქვენი გადაჭარბებული თავდაჯერებაა. დაწყებული საქმეების დასრულებამდე ახალი პროექტების დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. კომერციული ოპერაციები სასურველ შემოსავალს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსური დახმარება საზღვარგარეთიდანაც მიიღოთ. ეცადეთ, საღამოს განმარტოვდეთ და ადრე დაიძინოთ.

ქალწული

დილიდან გაუგებრობები გელით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, რადგან ეს შეიძლება, ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. ამ დღის ლოზუნგი მუშაობა და კიდევ მუშაობაა.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი ჰორიზონტის გაფართოებისთვის. ამ დღეს განსაკუთრებით მიმზიდველი იქნებით, რაც ახლობელ ადამიანებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. მოსალოდნელია რთული საუბარი უფროსებთან, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოგიტანთ და თქვენს ავტორიტეტს გააძლიერებთ.

მორიელი

ამ დღეს პლანეტების კეთილგანწყობა გელით, ამიტომ შეგიძლიათ, ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. ფრთხილად იყავით საქმიან თუ სასიყვარულო ურთიერთობებში პარტნიორების არჩევისას - ეს შეიძლება, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. ეცადეთ, რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. მშობლები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და მათთან კამათს აზრი არ აქვს. სწორედ დღეს პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. თავი შეიკავეთ ფინანსური პრობლემის გადაჭრისგან და დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ.

თხის რქა

მტკიცე ნებისყოფა მრავალი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. დღის მეორე ნახევარში თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად იგრძნობთ. დროა სრულფასოვან დასვენებაზე იფიქროთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებისა და და თამამი იდეების განხორციელებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა გიღალატონ, ვისი იმედიც გქონდათ. სავარაუდოა ფინანსური სირთულეები. შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ფინანსური დახმარება მიიღოთ.

თევზები

გირჩევთ, ამ დღისთვის საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე გაქვთ გადატანილი და ხშირად საკუთარი საჭიროებები გავიწყდებათ. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს და ნაკლები ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გარკვევას. ამ დღის სიმბოლო ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომაა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია