9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებებით და ინტრიგებით.
მთელი ყურადღება შემოსავლების განაწილებასა და გადასახადების
გადახდაზე გაქვთ გადატანილი. შესანიშნავი განწყობა და მებრძოლი
სულისკვეთება თვითდამკვიდრებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია კონფლიქტი
საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს ნათესავებთან.
კურო
ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის,
ნაყოფიერი მუშაობისთვის. ინტელელექტალური სფეროს თანამშრომლებს
შესაძლებლობა მიეცემათ, რომ სამეცნიერო სამუშაოს ჩასატარებლად
მოგებიანი ხელშეკრულება დადონ. სასურველია დღის მეორე ნახევარი
ოჯახთან ერთად, სუფთა ჰაერზე გაატაროთ.
ტყუპები
მოსალოდნელია სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება.
გირჩევთ, სასიყვარულო პაემანი სხვა დროისთვის გადადოთ - ამ დღეს
ურთიერთგაგება თითქმის არ არსებობს. ეცადეთ, მიმდინარე საქმეები
დროულად დაასრულოთ და სასიამოვნო სტუმრების მიღებისთვის
მოემზადოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს რაც შეიძლება ნაკლები იაქტიურეთ და ეცადეთ შეუმჩნეველი
გახდეთ. შესაძლოა, მატერიალური ხასიათის პრობლემებმა შეგაწუხოთ.
ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს და ეცადეთ ცხარე და მარილიანი
საკვები შეზღუდოთ.
ლომი
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის.
დაძაბული ოჯახური ატმოსფერო გაიძულებთ, რომ საღამო მეგობრებთან ერთად
გაატაროთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ ოჯახში კონფლიქტი თავიდან
აიცილოთ. ფრთხილად იყავით უფროს ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
ქალწული
თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან. მოერიდეთ შრომატევადი
სამუშაოების შესრულება სახლშიც და სამსახურშიც. წარმატებით
დასრულებული პროექტი უფლებას გაძლევთ, რომ დაწინაურება ან ხელფასის
მომატება მოითხოვოთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება
მიაქციოთ - მას თქვენი მზრუნველობა აკლია.
სასწორი
თუ ხვდებით, რომ სიყვარული გეწვიათ, ნუ შეეწინააღმდეგებით გრძნობას,
რომელმაც მთლიანად დაგიპყროთ. სავარაუდოდ, სასიამოვნო თავგადასავლები
გელით, მაგრამ ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. შესაძლოა,
საქმიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, ბოლოს და ბოლოს,
მოგება მიიღოთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ზოგად
დეპრესიას და მცირე ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით, ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. არახელსაყრელი დღეა
ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ მოდუნდით და დაისვენეთ.
მშვილდოსანი
სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები და მატერიალური პრობლემები გელით. ნუ
მოდუნდებით. ეცადეთ, თითოეული თეთრი აკონტროლოთ, რომ ფინანსურ
კრიზისში არ აღმოჩნდეთ. გამორიცხული არ არის, სამსახურში
სამართლებრივი საკითხების მოგვარება და სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ.
გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები საქმის წარმატებით დასრულებაში
დაგეხმარებათ.
თხის რქა
ამ დღეს ენერგია ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, ცუდი სამსახური
გაგიწიოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი და დაუფქრებელი გადაწყვეტილების
მიღებას. საქმე, რომელსაც გთავაზობენ, მარტივია, მაგრამ
მოგებიანი.
მერწყული
ეს დღე საყვარელ ადამიანზე ნერვიულობას უკავშირდება. ფრთხილად იყავით
- იზრდება მოწამვლის ალბათობა. ეცადეთ თავშეკავება გამოიჩინოთ და
შესაძლებლობა გექნებათ ჩანაფიქრი განახორციელოთ. უფროსთან ურთიერთობის
დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
თევზები
ამ დღეს მშობლებთან, კოლეგებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში
პრობლემები გელით. შესაძლოა თქვენი საქმიანი აქტივობა არასწორად
შეაფასონ და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალონ. მოუწყეთ საკუთარ თავს
და ოჯახის წევრებს მცირე ოჯახური ზეიმი - ამჟამად დადებითი ემოციები
ყველას ძალიან გჭირდებათ.