10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ცვლილებები და სიახლეები გელით. თავი შეიკავეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანისგან და თუ შესაძლებელია, ეს ღონისძიება რამდენიმე დღით გადადეთ. საქმე, რომელსაც ამჟამად აკეთეთ, მარტივია, მაგრამ მოგებიანი. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან კონტაქტის დროს.

კურო

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში წარმატება გელით. პირდაპირობა და გულწრფელობა გაუგებრობების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. თუ არ აჩქარდებით და თავშეკავებას გამოიჩენთ, ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული გატაცება გელით.

ტყუპები

ამ დღეს მოსალოდნელია სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება. თუ შესაძლებელია, გირჩევთ, საქმიანი მივლინება რამდენიმე დღით გადადოთ. რომანტიკული გატაცება მოსაწყენ სამუშაოს მოგწყვეტთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში შორიდან ჩამოსულ ადამიანს გაიცნობთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ეცადეთ, სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ და თუ შესაძლებელია, ყველასთვის უხილავი გახდეთ. უბრალოდ, შეაფარეთ თავი ადგილს, სადაც ვერავინ დაგინახავთ და მოვლენების განვითარებას დააკვირდით. ხელსაყრელი დღეა ინიციატივის გამოჩენისა და კოლეგებისა და უფროსების განსახილველად ახალი იდეების წარდგენისთვის. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ და ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

ლომი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, ბოლოს და ბოლოს, შედეგს მოგიტანთ. თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან. განსაკუთრებით თვითმფრინავს უნდა ერიდოთ. .

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ტყუილად ნერვიულობთ, წარუმატებლობის პერიოდი ხანმოკლე იქნება. კარგი დროა მრავალმხრივი ურთიერთობისთვის, მეგობრებთან შეხვედრისთვის, ნებისმიერი სახის პარტნიორობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. გირჩევთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

თუ ხვდებით, რომ გიყვართ, უნდა გამოუტყდეთ და საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. თუ სამსახურში დაგვიანება ცხოვრების წესად გექცათ, გირჩევთ, საიმედო მაღვიძარა შეიძინოთ, თორემ გამორიცხული არ არის, რომ უმუშევარი დარჩეთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან კონტაქტის დროს.

მორიელი

კარგი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა იმედებით აგავსებთ. თავი შეიკავეთ კოლექტიური საქმიანობისგან, რადგან საეჭვოა, შედეგს მიაღწიოთ და ეცადეთ, მთელი ყურადღება ინდივიდუალურ შემოქმედებაზე გადაიტანოთ. სავარაუდოდ, ახალი სასიყვარულო ურთიერთობა გელით.

მშვილდოსანი

სავარადოდ, დაუგეგმავი ხარჯები გელით. სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, რომლებიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე გელით, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ახალი ნაცნობობა არასასურველია, რადგან, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თხის რქა

სიახლე, რომელსაც დღეს შეიტყობთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. სავარაუდოდ, დაუგეგმავი შემოსავალი გელით, მაგრამ თითქმის ყველაფერი ბავშვების საჭიროებებზე და მოახლოებული დღესასწაულისთვის მზადებაზე დაიხარჯება. ეცადეთ, საღამოს კარგად დაისვენოთ და ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

მერწყული

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობა გელით. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა იმ წამლებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

თევზები

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. არ არის გამორიცხული, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. ახლობელი ადამიანი საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ ,საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები