28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ - დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია უნდა შეისწავლოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალ იდეებს მოგიტანთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

კურო

პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ამ დღეს განსაკუთრებით გამწვავდება. სახლში უამრავი გადაუდებელი საქმე დაგროვდა. ხელსაყრელი დროა რემონტის დაწყებისა და ავეჯის შეძენისთვის. ეცადეთ, საღამოს შვილები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

ტყუპები

სახელისუფლებო უწყებებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. გადაუდებელი პრობლემები ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ, მიმდინარე საქმეები მშვიდად აკეთოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

კირჩხიბი

ემოციურ აღმაფრენას გრძნობთ, მაგრამ ეცადეთ, ზომიერების გრძნობა და გონიერება არ დაკარგოთ. შემოქმედებით ასპარეზზე შესაძლოა, დიდ წარმატებას მიაღწიოთ. ბევრი კირჩხიბი იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია, ეძებს. გირჩევთ ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ.

ლომი

ეცადეთ, ამ დღეს სიბრძნე და გამძლეობა გამოიჩინოთ. ნუ აჩქარდებით - ეს რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება სახლში კონფლიქტი გამოიწვიოს.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქონ. პირდაპირობით და გულწრფელობით ნებისმიერ გაუგებრობას აღმოფხვრით. გირჩევთ, ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ - ჯერ ამის დრო არ დამდგარა. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

სასწორი

გირჩევთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალი გაუსწოროტ. თუ შესაძლებელია, სამსახურებრივი მივლინება სხვა დროისთვის გადაიტანეთ. როგორც არ უნდა ეცადოთ, უსიამოვნო საქმიან საუბარს თავს ვერ აარიდებთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები კი წარმატებით განვითარდება.

მორიელი

დილიდან თავს გაღიზიანებულად იგრძნობთ. ეცადეთ, თქვენი მიზნები და ამოცანები რაც შეიძლება გასაგებად ჩამოაყალიბოთ. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ და სულიერი სიმშვიდე დაიბრუნოთ. ეცადეთ, საღამოს შვილები საინტერესო წიგნით გაახაროთ.

მშვილდოსანი

თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ნებისმიერ რთულ საქმესთან გამკლავება შეგიძლიათ. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გგონიათ, მოულოდნელად მოგებას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ ნათესავებმა რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართონ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ, თქვენი საქმე მშვიდად აკეთოთ.

თხის რქა

ეს დღე სასიყვარულო თავგადასავლებით, იმედგაცრუებითა და ინტრიგებით სავსეა. სულ ტყუილად ნერვიულობთ - წარუმატებლობა დროებითია. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. პირველ რიგში, ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე თხის რქებს ეხებათ. გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ.

მერწყული

კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. მოულოდნელმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

თევზები

სიცოცხლისუნარიანობისა და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითების დღეა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა ემოციებით აგავსებთ. გამორიცხული არ არის, რომ ხელსაყრელი ბიზნესშეთავაზება მიიღოთ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს წარმატებული დღე ელით.
Print