29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კურო

ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნებით. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, გაითვალისწინეთ, რომ ხელსაყრელი დღეა შერიგებისთვის, მაგრამ არა სექსისთვის. საზღვარგარეთიდან ფინანსური დახმარება გელით.

ტყუპები

დილიდან ენერგიული და აქტიური ხართ და ყველა საქმეს წარმატებით უმკლავდებით. ემოცილებმა შეიძლება, კარიერაში ხელი შეგიშალოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ელის - შეიძლება, ერთ-ერთმა თქვენგანმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განშორების შესახებ. ამ დღის დევიზი თავდადებული შრომაა.

კირჩხიბი

დღევანდელი საღამო თქვენს ქორწინებას გაამყარებს და უფრო ჰარმონიულს გახდის. მიზეზთა გამო თავდაჯერების გრძნობას თანდათან კარგავთ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება. ეცადეთ, გამონახოთ დრო ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნებისთვის.

ლომი

ამ დღეს ზედმეტად ემოციური ხართ. ეცადეთ, მეტი მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, ეს საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. სასურველია, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი დაგეგმოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დროა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის. საღამოს სასურველია სილამაზის სალონში ვიზიტი და ვარცხნილობის შეცვლა. შეხვედრებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის დილა საუკეთესო დროა. ამ დღეს დაგეგმილზე მეტი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

სასწორი

პროფილაქტიკური მკურნალობისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, მოულოდნელი შეთავაზება ან ძველ ბიზნესპარტნიორთან შეხვედრა გელით. ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციეთ და მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ. ამ დღეს ზედმეტად ეოციური ხართ, მაგრამ ეცადეთ, რომ ყველა წვრილმანი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

მორიელი

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გელით, რათა შეცდომები არ დაუშვათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ შეცდომების გამოსწორებას დიდი დრო და ენერგია დასჭირდება. კომერციული ოპერაციები წარმატებას მოგიტანთ. ამასთან მოსალოდნელია დახმარება საზღვარგარეთიდან.

მშვილდოსანი

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. შესაძლოა, ბევრი სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმე გამოგიჩნდეთ, თუმცა მათი განხორციელება სარგებელს არ მოიტანთ. პლანეტების განლაგება ხელსაყრელია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში აქამდე არნახული წარმატება გელით.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნისთვის, ქორწინებისთვის და ოჯახური წვეულებებისთვის. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ დააკავშიროთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. მოსალოდნელია რთული საუბარი უფროსებთან, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოგიტანთ და თქვენს ავტორიტეტს გაამყარებს.

მერწყული

აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომლის მთავარი ამოცანა შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების გადახდა იქნება. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ზედმეტი ნერვიულობა, გაღიზიანების და პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები

დილიდან დაძაბული დღე გელით. გირჩევთ, ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და საბუთებზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავოთ. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, ამ დღეს დაგეგმილზე მეტი საქმის გაკეთებას შეძლებთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები