30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

პასიური დღეა. ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ და თითქმის უხილავი გახდეთ. ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, მშვიდად მიიღეთ. სავარაუდოდ, უფროსებთან რთული საუბარი გელით, რაც საბოლოოდ მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ემოციები პრობლემის მოგვარებაში ვერაფრით დაგეხმარებათ.

კურო

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. შესაძლოა, მეგობრებმა საახალწლო წვეულებაზე მიგიწვიონ. უარს ნუ იტყვით - საინტერესო ნაცნობობა გელით. დღევანდელ ამოცანებს თავს წარმატებით გაართმევთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. მუშაობის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება, სავალალო შედეგი გამოიწვიოს. გადადეთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარება და არავითარ შემთხვევაში საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

კირჩხიბი

თუ გრძნობთ, რომ გიყვართ, უარს ნუ იტყვით საპასუხო გრძნობაზე. გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. ამ დღეს მუშაობა ისე გღლით და გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.

ლომი

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. არ არის გამორიცხული უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა. დიდი ალბათობით, დღეს ფინანსური სირთულეები გექნებათ. მოსალოდნელია გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები.

ქალწული

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. მამაკაცები რაინდული საქციელით გარშემომყოფებს გააოცებენ. გირჩევთ, მეტი დრო საოჯახო საქმეებს დაუთმოთ და ნაკლები ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას.

სასწორი

დილიდან ენერგიით სავსე ხართ. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - მკაფიო და კვალიფიციური კონსულტაციები საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს.

მორიელი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა ახლავს. სავარაუდოდ, სახლში ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ, თუმცა ოჯახის წევრების დახმარებით ყველაფერს დროულად გაუმკლავდებით. ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს გვერდში დაგიდგნენ.

მშვილდოსანი

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. გადაუდებელი საქმე ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. სასურველია, მნიშვნელოვანი საქმეები დღეს დაასრულოთ, რადგან ხვალ ამის არც დრო და არც სურვილი გექნებათ.

თხის რქა

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. გამორიცხული არ არის, ვიღაცამ თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადოს. მოსალოდნელია რთული საუბარი უფროსებთან, რაც საბოლოოდ თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. ეცადეთ, მცირე პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

მერწყული

ამ დღეს მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. თავი შეიკავეთ ოთხფეხა მეგობრის ვეტერინართან მიყვანისგან. თუ სასწრაფო არ არის, ეცადეთ, ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადოთ. დღეისთვის დასახულ მიზნებს წარმატებით შეასრულებთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები გელით.

თევზები

თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ყველაზე რთულ დავალებასაც წარმატებით უმკლავდებით. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერი გაუგებრობების აღმოფხვრას დაეხმარება. რამდენიმე დღით გადადეთ ფინანსური პრობლემების მოგვარება და საბუთებზე ხელის მოწერაც.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google