24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეს დღე შესაძლოა, სერიოზული ცვლილებებით დაგამახსოვრდეთ. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. უახლოესი დღეებისთვის გადადეთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარება და რაც მთავარია, არ მოაწეროთ ხელი არანაირ დოკუმენტს. სავარაუდოდ, საღამოს ოჯახური საქმეები გელით.

კურო

დილიდან თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და უჩვეულოდ ორგანიზებული ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თანაც რამდენიმე ადგილიდან. დღის მეორე ნახევარში მცირე ნერვიულობა გელით - სავარაუდოდ, უსაფუძვლოდ.

ტყუპები

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის. სიყვარულში იმედგაცრუების გადატანა გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია დროებითი ფინანსური სირთულეები და შეხვედრები გავლენიან ადამიანებთან.

კირჩხიბი

შესაძლოა, ეს დღე ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით. გირჩევთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან საქმეების გარჩევას ნაკლები. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, კარგი იდეა მოგივიდეთ, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით და წვეულების სული და გული იქნებით. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ და გაგახალისებთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებების მოსანახულებლად - კვალიფიციური სპეციალისტის რჩევა მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებაში დაგეხმარებათ. უფროსთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ქალწული

დილიდან ხალისიანი და აქტიური ხართ და ნებისმიერ საქმეს წარმატებით უმკლავდებით, თუმცა ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ, ძველი დაასრულოთ. პლანეტების განლაგება ხელსაყრელია ოჯახური ურთიერთობებისთვის. ეცადეთ, უფროს ნათესავებს ყურადღება არ მოაკლოთ.

სასწორი

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

მორიელი

ზოგჯერ უფროსი ადამიანების გაგება გვიჭირს, მაგრამ მოთმინება გამოიჩინეთ, რომ ნათესავებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოსალოდნელია უფროსებთან რთული საუბარი, რაც საბოლოოდ ავტორიტეტის ამაღლებასა და კოლეგების კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - ალბათ ეს ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება და ვეღარაფერს შეცვლით. შესაძლოა შეხვედრები გავლენიან ადამიანებთან.

თხის რქა

დიდი ალბათობით, ამ დღეს პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. გირჩევთ, უახლოესი დღეებისთვის გადადოთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარება და საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

მერწყული

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. სამუშაო, როგორც სხვა დროსაც, ბევრი გაქვთ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით გაღიზიანებთ და გღლით.

თევზები

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. სავარაუდოდ, ადამიანი, რომელსაც ძალიან ენდობით, იმედს გაგიცრუებთ. დროებითი ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები