25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

აქტიური, შემოქმედებითი თვალსაზრისით, საინტერესო დღეა. ეცადეთ, პირველ რიგში ის საქმეები მოაგვაროთ, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება - შეიძლება ერთ-ერთმა თქვენგანმა დაშორება გადაწყვიტოს.

კურო

დილიდან დაძაბული დღე გელით. გაითვალისწინეთ, რომ სიზარმაცისა და უყურადღებობის გამო შეიძლება, თქვენი ყველა მიღწევა გააცამტვეროთ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება. ეცადეთ, სამსახურში მეტი მონდომება და შრომისმოყვარეობა გამოიჩინოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ, თქვენი ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს ვიღაც საქმიანი წინადადებით მოგმართავთ, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაეთანხმოთ, რადგან შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. ფინანსური ოპერაციებისთვის ხელსაყრელი დღეა - შეგიძლიათ სესხი თამამად აიღოთ. სასურველია, საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები დილით ჩაატაროთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - დღეს მეტისმეტად დაბნეული და უყურადღებო ხართ. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემისგან, რადგან შესრულება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, ამ დღეს ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

ქალწული

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი სიახლეებით დაგამახსოვრდებათ. თავი შეიკავეთ უცხო ადამიანებთან გულწრფელობისგან - ვიღაცამ შეიძლება, ეს ბოროტად გამოიყენოს. კომერციული ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს. შესაძლებელია დახმარება უცხოეთიდან მიიღოთ. ეცადეთ, ადრე დაიძინოთ.

სასწორი

ეს დღე უახლოეს მომავალში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დღის სიმბოლო ენერგიული და დაუღალავი შრომაა.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდი დიდი შესყიდვებისთვის. ზოგადად, სწორ ფინანსურ პოლიტიკას აწარმოებთ, მაგრამ მუდმივად ცდუნებებთან გამკლავება გიჭირთ. სამსახურში, უფროსთან რთული საუბარი გელით, რაც საბოლოოდ კარიერულ წინსვლასა და ავტორიტეტის გამტკიცებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო შეხვედრას და მხიარულ წვეულებებს უკავშირდება. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კატეგორიულობას და უხეშობას მოერიდოთ, რადგან აუცილებლად საპასუხო რეაქციას მიიღებთ. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დღეისთვის დაგეგმილ საქმეებს წარმატებით გაუმკლავდებით.

თხის რქა

ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. ამ დღეს სასურველია მენიუდან ხორცი და ცხიმიანი პროდუქტები მთლიანად გამორიცხოთ და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. გირჩევთ, ფინანსური პრობლემების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ და საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ. ,

მერწყული

მშვიდი სამუშაო დღეა. ეცადეთ, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. სამუშაო ბევრი გაქვთ, მაგრამ ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. გამორიცხული არ არის კოლეგებთან კამათი, მაგრამ ეცადეთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. შეიძლება, ბევრი ნერვიულობა მოგიწიოთ ოჯახის წევრის გამო. დიდი ალბათობით, ამ დღეს ფინანსური სირთულეები გელით, თუმცა მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები