31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს აჩქარებისა და ზედმეტი თავდაჯერების გამო შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედს მალე გაგიცრუებთ. საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა შესაძლოა ჩიხში შევიდეს.

კურო

ფრთხილად იყავით - იზრდება მოწამვლის რისკი. პროდუქტის და მედიკამენტის შეძენამდე ყურადღებით შეამოწმეთ ვარგისობის ვადა. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში წარმატება გელით. გამორიცხული არ არის, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხნის წინ მოგწონდათ,და გრძნობები გაგიახლდეთ.

ტყუპები

ეს დღე კარგია თვითგანვითარებისა და ახალი ცოდნის ათვისებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ხანმოკლე სამსახურებრივ რომანს შეიძლება, სამსახურში ბევრი პრობლემები მოჰყვეს. ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს.

კირჩხიბი

ამ დღეს დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები სადილამდე მოაგვაროთ. თუ სამოქალაქო ქორწინებაში ხართ, შეიძლება, თქვენი კავშირის რეგისტრაცია დაგჭირდეთ.

ლომი

უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები - მშობლები პოზიციებს ჯიუტად არ თმობენ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. საღამოს შეიძლება, ოჯახური საქმეების კეთება ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში წარმატება გელით.

ქალწული

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას, ამიტომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. სასურველია, ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში დასვენება დაგეგმოთ.

სასწორი

სერიოზული მუშაობისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ყველა საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. კომუნიკაციის უნარი ახალი კავშირების შექმნასა და გამტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არსებული სირთულეები დროულად დაძლიოთ.

მორიელი

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. დროა, ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში შექმნილი კონფლიქტური ვითარება დაასრულოთ და მშვიდობა დაამყაროთ. გირჩევთ, ამ დღეს მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები შეზღუდოთ და უპირატესობა ბოსტნეულს მიანიჭოთ.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა, თუმცა გახსოვდეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება კარიერაში ხელი შეგიშალოთ. ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს.

თხის რქა

ამ დღეს მოსალოდნელია სამსახურში კამათი და დაპირისპირება, თუმცა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სიტუაციის გააზრებისა და ანალიზის საშუალებით პრობლემის მოგვარების მცდელობა უშედეგო იქნება - მოქმედებაა საჭირო.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მოერიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. სხვადასხვა ბიზნესგარიგებებიდან შესაძლოა ფინანსური მოგება მიიღოთ.

თევზები

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. საღამოს სასურველია სილამაზის სალონში ვიზიტი - დროა, იმიჯის შეცვლაზე იზრუნოთ. მოერიდეთ სხვა ადამიანების კრიტიკას და ნაკლოვანებებზე საუბარს, რათა მარტო არ დარჩეთ.


Print