1-ლი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრა წარმატებით ჩაივლის. ახლობელი ადამიანების დახმარებით პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ ვარგისობის ვადის შემოწმება წამლებზე, რომელთა მიღებასაც აპირებთ და დოზას არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.

კურო

ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ფული, რომელსაც ამ დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. ტოქსიკურ ნივთიერებებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

ტყუპები

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ძალიან ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ყველაზე სანდო და ერთგულმა ადამიანებმა იმედები გაგიცრუონ. უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი საქმიანი აქტივობა გაიზრდება.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ჩინოვნიკებისგან მხარდაჭერის თხოვნაზე უარს მიიღებთ. მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანებისკენ გაქვთ გადატანილი და მათზე ზრუნვა თქვენი მთავარი მოვალეობაა. თუ საბინაო საკითხების მოგვარებას გეგმავთ, განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა იყოთ.

ლომი

ძალიან აქტიური დღე გელით. მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. თუ ყველა წვრილმანს ზედმეტად დიდ ყურადღებას დაუთმობთ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ. ზოგჯერ უბრალოდ უნდა მოდუნდეთ და ღრმად ჩაისუნთქოთ - ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ახლა გეჩვენებათ.

ქალწული

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია საქმე, მით უკეთ უმკლავდებით. ეცადეთ, მჭრელ საგნებთან და ელექტრო მოწყობილობებთან სიფრთხილე გამოიჩინოთ.

სასწორი

ინტუიცია და გამოცდილება ფინანსების სწორად მართვაში გეხმარებათ. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, თქვენთვის სასარგებლო იქნება. თქვენი მხრიდან ბინის გარემონტების სურვილს შესაძლოა, ოჯახმა მხარი არ დაუჭიროს და საქმე კონფლიქტამდე მივიდეს. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ მძიმე საკვებს.

მორიელი

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან უდიდეს ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. თუ ავტომობილს მართავთ, მოძრაობის დროს მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. შესაძლოა, მოულოდნელად რელიგიით დაინტერესდეთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და წამლების დოზას ყურადღებით დააკვირდით.

მშვილდოსანი

ეს დღე ცვლილებებს და სიახლეებს უკავშირდება. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა ოჯახის წევრებს და ახლობელ ადამიანებს ჰკითხოთ. ერიდეთ ვირუსულ და ინფექციურ დაავადებებს და პირველივე სიმპტომის შემთხვევაში ექიმს დაუკავშირდით.

თხის რქა

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა შორის იშვიათი წარმატება გელით. პროფესიული საქმიანობის სფეროში საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ. ამ დღეს მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, რადგან შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ.

მერწყული

ეს დღე კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეებს უკავშირდება. გამორიცხული არ არის, რომ მატერიალური ხასიათის პრობლემები გაგიჩნდეთ. სირთულეები არც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას არის გამორიცხული. დროა, დაწყებული საქმიდან სარგებელი მიიღოთ.

თევზები

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ, რომ შვება საღამოს, მეგობრებთან გართობაში ეძიოთ. ეცადეთ, კომპიუტერთან დიდი დრო არ გაატაროთ.


Print