2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, ჩუმად გაწუხებთ, ამ დღეს თქვენ წინაშე სრულად წარმოჩნდება და გამოსავლის პოვნას გაიძულებთ. გირჩევთ, მენიუდან ხორცი და მძიმე საკვები გამორიცხოთ და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. თუ მეტ თავშეკავებას გამოიჩენთ და არ აჩქარდებით, ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული კავშირი გელით.

კურო

მოერიდეთ ხელსაყრელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერეთობას, რადგან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. ეცადეთ, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთების საშუალებას არ გაძლევთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო პაემანი გელით.

ტყუპები

ეცადეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ გონიერება. შეიძლება ბევრი ინერვიულოთ იმის გამო, რომ ოჯახის რომელიმე წევრი სახლში დეაბრუნებას დააგვიანებს. ხელსაყრელი დღეა სამსახურში აქტიურობისთვის - თამამად წამოაყენეთ საკუთარი იდეები და წინადადებები კოლეგებისა და უფროსების განსახილველად. გირჩევთ, საღამოს დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ამ დღეს მეტი სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება, წყენა და გაუგებრობა გამოიწვიოს. ამ დღეს თვითმფრინავით მგზავრობას უნდა მოერიდოთ.

ლომი

შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. ეცადეთ, მაცდურმა შეთავაზებამ არ შეგაცდინოთ. ხელსაყრელი დღეა მრავალმხრივი ურთიერთობისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისთვისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული

ეცადეთ, ილუზიებს არ აჰყვეთ და თავი არ მოიტყუოთ. დადგა დრო, რომ დაეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც აქამდე უანგაროდ გეხმარებოდნენ. საიმედო მაღვიძარა იყიდეთ, რათა სამსახურში არ დააგვიანოთ და უფროსის საყვედური არ დაიმსახუროთ. საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

სასწორი

ამ დღეს მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. არახელსაყრელი დროა კოლექტიური საქმიანობისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური სამუსაო წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შესაძლოა, უახლოესი დღეების გეგმების შეცვლა გაიძულოთ. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რაც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებებითა და ინტრიგებით. მოულოდნელი შემოსავალიც გელით, რომელიც თითქმის მთლიანად ოჯახის საჭიროებებზე დაიხარჯება. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ. ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღეთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის. გამორიცხული არ არის ინტოქსიკაცია, ამიტომ ყურადღებით შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე და არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დოზას.

მერწყული

დილიდან სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანების მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ, მაგრამ ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ - ნერვიულობის ფონზე მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები

დღეს შეგიძლიათ, თქვენი საყვარელი ადამიანის და ერთგული მეგობრის დახმარების იმედი გქონდეთ. ხელსაყრელი დღეა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.
Print