17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს საკუთარ თავს და ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სიყვარულში იმედგაცრუება მსუბუქ დეპრესიამდე მიგიყვანთ, თუმცა მალე ახალი სიყვარული ძველს დაგავიწყებთ. დროა, იმ ადამიანთან შერიგებაზე იფიქროთ, სულელური მიეზით რომ ეჩხუბეთ და დიდი ხანია არ გინახავთ.

კურო

შესანიშნავი დღეა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობისთვის. თუ ფინანსური მდგომარეობა ჰავაის კუნძულებზე გამგზავრების საშუალებას არ გაძლევთ, ეცადეთ უბრალოდ, ქალაქგარეთ გაისეირნოთ. დიდი მცდელობის მიუხედავად, უსიამოვნო საუბარს ვერ აიცილებთ.

ტყუპები

შესაძლოა, სახელმწიფო მოხელეებისგან თხოვნაზე უარი მიიღოთ. თავს საშინლად გრძნობთ, მაგრამ სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ამ დღეს მოსალოდნელია კუჭთან და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ გირჩევთ მარილიანი და ცხარე საკვები მენიუდან გამორიცხოთ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ძალიან აქტიური, შეხვედრებითა და სიახლეებით სავსე დღეა. ეცადეთ, ახალი პროექტის დაწყებამდე „თაროზე შემოდებული“ საქმეები დაასრულოთ და ვალები დროულად გაისტუმროთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატება შეცვლის.

ლომი

აქტიური და ყველა მიმართულებით ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან კამათი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ - ეს დღეს შესაძლოა გართულდეს. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან - ამის დრო ჯერ არ დამდგარა.

ქალწული

გამჭრიახობისა და გამოცდილების წყალობით, ამ დღეს ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ადვილად მოხიბლავთ. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანია არ გინახავთ.

სასწორი

ამ დღეს ბევრი გაუგებრობა და წინააღმდეგობრივი ვითარება მოაქვს, რაც თქვენი მხრიდან სიმშვიდეს და გამძლეობას მოითხოვს. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით. სექსისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მორიელი

ამ დღეს საინტერესო სიახლე გელით. სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, რომელიც მოსვენებას გიკარგავთ. გახსოვდეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება, რადგან ერთ-ერთი თქვენგანი დაშორებას გადაწყვეტს. იზრუნეთ უფროს ნათესავებზე, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში დიდი წარმატება გელით. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

თხის რქა

შეიძლება ამ დღეს თავი შეუძლოდ იგრძნოთ. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანმა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, იმედი გაგიცრუოთ. ხელსაყრელი დღეა უცხოელ მეგობრებთან შესახვედრად. ადამიანი, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, ახლა თქვენს დახმარებას საჭიროებს.

მერწყული

ამ დღეს მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანების პრობლემებზე გაქვთ გადატანილი. დღის პირველი ნახევარი გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, ამიტომ ეცადეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი თევზებისთვის. გირჩევთ ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმე არ დაიწყოთ - უბრალოდ, რამდენიმე დღე მოიცადეთ. ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციეთ და მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია