8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის - ის გამორჩეულად ნიჭიერი და დღეგრძელი გაიზრდება. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაზე გაქვთ გადატანილი. კარგი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - კვალიფიციური რჩევა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობის დროს.

კურო

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობის, რომანტიკული პაემნისა და ოჯახური წვეულების მოწყობისთვის. გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ - ჯერჯერობით ამის დრო არ დამდგარა. დღის მეორე ნახევარში პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას შეძლებთ.

ტყუპები

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ. გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან.

კირჩხიბი

მშვიდი და პასიური დღეა. როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, თქვენთვის იქნება სასარგებლო. მოსალოდნელია უფროსებთან რთული საუბარი, რაც საბოლოოდ მიზნის მიღწევაში და ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გასაფართოებლად. თუ ავტომობილს მართავთ, ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა მიმდინარე საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ ზამთრის მანძილზე შესუსტებული იმუნიტეტის ამაღლებაზე და ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის რჩევა.

ქალწული

ამ დღეს შეგიძლიათ, წარმატების იმედი იმედი გქონდეთ. მიზნის მიღწევაში პლანეტების ხელსაყრელი გავლენაც ხელს შეგიწყობთ და ახლობელი ადამიანებიც დაგეხმარებიან. თქვენი აზრები ლოგიკურია, მეტყველება კი ნათელი და დამაჯერებელი. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გირჩევთ, ამ დღეს თავი შეიკავოთ ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობისთვის. მშობლებთან დაპირისპირება ნუ ეცდებით. პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატების მიღწევას შეძლებთ, მაგრამ ამ დღეს სამუშაო გღლით და გაღიზიანებთ.

მორიელი

ეს დღე ძლიერი ნებისყოფის თვისებებს შეგმატებთ, რაც უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება.

მშვილდოსანი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და კოსმოსის პოზიტიური განწყობა თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებმაც რთულ დროს არ მიატოვეს. ეცადეთ, მეტი დრო საოჯახო საქმეებს დაუთმოთ და ნაკლები ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევას.

თხის რქა

გირჩევთ ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ და დღის მეორე ნახევარში დიეტა დაიცვათ. სამთავრობო უწყების გამოცდილი სპეციალისტის რჩევა დაწყებული საქმის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას და ეცადეთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

მერწყული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. საქმიანი შეხვედრა ან გავლენიან ადამიანთან სატელეფონო საუბარი საქმის მიმდინარეობას მნიშვნელოვნად შეცვლის. იზრუნეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობაზე. სასურველია პროფილაქტიკურ მკურნალობას მიმართოთ.

თევზები

სასურველია, ამ დღეს მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, რადგან საქმის საბოლოო შედეგი თავის კონტროლის უნარზეა დამოკიდებული. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გირჩევთ, ამ დღეს თავი შეიკავოთ ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები