14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს მოერიდეთ საქმიან შეხვედრებს. ეცადეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალ იდეებს და წარმატებას მოგიტანთ.. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

კურო

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, სახლში ბევრი გადაუდებელი სამუშაო გელით. მშვენიერი დროა რემონტის, ბინაში ცვლილებებისა და ავეჯის შესაძენად. ეცადეთ, საღამო სპორტულ დარბაზში გაატაროთ.

ტყუპები

შესაძლოა, უფროს ნათესავებთან მცირე გაუგებრობა კონფლიქტში გადაიზარდოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ასაკს პატივისცემით უნდა მოჰკიდოთ. შესაძლოა, სასწრაფო საქმის გაკეთება მოგიწიოთ, რომელიც მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. საყვედურს მიიღებთ თუ ჯილდოს იმაზეა დამოკიდებულია წარსულში როგორ მოქმედებდით.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის. შემოქმედ კირჩხიბებს წარმატება და აღიარება ელით. ბევრი საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. ხელფასის მომატების მიმართულებით სიახლე გელით.

ლომი

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. მოერიდეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას და თუ შესაძლებელია, ეს ღონისძიება რამდენიმე დღით გადადეთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან - ეს დღე არახელსაყრელია რადიკალური ცვლილებებისთვის.

სასწორი

სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება. თუ შესაძლებელია, საქმიანი მივლინება სხვა დროისთვის გადადეთ. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ,მაგრამ იქნებ ასეც სჯობს - საბოლოოდ გაერკვევით თქვენს მიმართ ვის რა გრძნობები ამოძრავებს. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია გეგმების შეცვლამოგიწიოთ

მორიელი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ სათქმელი ნათლად და ყველასთვის გასაგებად გამოხატოთ, რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. დიდი ალბათობით, ეს დღე საშუალებას მოგცემთ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ.

მშვილდოსანი

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, მოგზაურობისთვის ხელსაყრელი დღეა. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. სავარაუდოდ, მეუღლის ან საყვარელი ადამიანის ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ.

თხის რქა

გამორიცხული არ არის, რომ სახელმწიფო მოხელეებისგან თახოვნაზე უარი მიიღოთ.. არ იდარდოთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველ რიგში, ეს მათ ეხება, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ნუ დაივიწყებთ უფროს ნათესავებს და ეცადეთ მათთან ვიზიტისთვის დრო გამონახოთ.

მერწყული

ძალიან აქტიური და სიახლეებით სავსე დღეა. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ მანამდე რჩევა ახლობელ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. ეცადეთ სურვილები რეალობას შეუსაბამოთ.

თევზები

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. მოსალოდნელია მომგებიანი ბიზნესშეთავაზება, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. საყვედურს მიიღებთ თუ ჯილდოს იმაზეა დამოკიდებულია წარსულში როგორ მოქმედებდით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები