16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია. შეგიძლიათ ნებისმიერი რთული საქმე დაიწყოთ - აუცილებლად წარმატებით დაასრულებთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში დიეტა მკაცრად დაიცვათ. თქვენმა პრეტენზიულობამ შეიძლება, საყვარელი ადამიანი გააღიზიანოს და კონფლიქტი გამოიწვიოს. ბანკის თანამშრომლებს ბედი გაუღიმებთ.

კურო

ეს დღე სასიყვარულო განცდებს, ინტრიგებს და იმედგაცრუებას უკავშირდება. საქმიანი შეხვედრები ან მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი გელით. ამ დღეს რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთესად გაუმკლავდებით. ფრთხილად იყავით ბასრ საგნებთან და ელექტრომოწყობილობებთან.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერი საქმის შედეგი დამოკიდებულია თქვენს თავშეკავებაზე. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღებას ერიდოთ. თქვენი მხრიდან რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებას შესაძლოა, ოჯახმა მხარი არ დაუჭიროს, რაც ხანგრძლივ დებატებსა და კონფლიქტს გამოიწვევს.

კირჩხიბი

შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. გულწრფელი საუბარი თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის ნდობას აღადგენს. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელად რელიგიით დაინტერესდეთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

ლომი

ამ დღეს ეცადეთ „უხილავ ადამიანად“ იქცეთ და ურთიერთობებს მოერიდოთ. სავარაუდოდ, ბიზნესმენები მოგებიანი შეთანხმების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი აქტიურობა გაიზრდება.

ქალწული

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თანაც რამდენიმე წყაროდან. მოერიდეთ შოპინგს, რადგან ამ დღეს შეძენილი მალე გაგიცრუებთ იმედებს. შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. სიყვარულში იმედგაცრუებას ძნელად გადაიტანთ. იმისთვის, რომ უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეთ, ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც სასარგებლო იქნება.-

მორიელი

დროა, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და საკუთარი თავი მთლიანად გრძნობებს დაუთმოთ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ და კოლეგები დაგიპირისპიროთ.

მშვილდოსანი

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური მუშაობისთვის. მთელ დღეს უხასიათოდ იქნებით, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, შეიძლება თქვენი კავშირის რეგისტრაცია დაგჭირდეთ.

თხის რქა

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. საქმიანი შეხვედრა საინტერესო პერსპექტივას გააჩენს. ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

მერწყული

ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ, ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ საქმეს გაუმკლავდეთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან კამათი და, მით უმეტეს, კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ეს თქვენს ურთიერთობას ძალიან გაართულებს და შეიძლება ჩიხშიც შეიყვანოს.

თევზები

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ნერვიულობას გპირდებათ, თუმცა თქვენი შიშები უსაფუძვლოა. გულწრფელი საუბარი თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის ნდობას აღადგენს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი ოჯახში, ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები