3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. გირჩევთ ფინანსური პრობლემის მოგვარება რამდენიმე დღით გადადოთ და საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ.

კურო

ამ დღეს რაც უფრო ნაკლებად იაქტიურებთ, მით უკეთესია. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თანაც რამდენიმე ადგილიდან. სამუშაო ისევ ბევრი გაქვთ, მაგრამ როგორც არასდროს, ისე გღლით და გაღიზიანებთ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი ტყუპებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცრუება გელით, მაგრამ ეცადეთ არ ინერვიულოთ - ამ მხრივ ყველაფერი წინ გაქვთ. ფინანსური სირთულეების მიუხედავად, კომერციული ოპერაციები წარმატებით განხორციელდება. მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით. ეცადეთ საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევას ნაკლები. ამ დღის სიმბოლო ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი მუშაობაა.

ლომი

დროა, მუშაობის გარდა, პირადი ცხოვრების შექმნაზეც იფიქროთ და გრძნობებს დანებდეთ. მთელ დღეს საშინელ ხასიათზე გაატარებთ სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის - მკაფიო და კვალიფიციური რჩევები მნიშვნელოვანი პროექტის სწრაფად და ეფექტურად დასრულებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან, სანამ ძველი არ დაგისრულებიათ. ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან კამათი კონფლიქტში არ გადაიზარდოს - ამას შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტაც კი მოჰყვეს. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ბევრი დაგეგმილი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

მორიელი

ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ და დაგეგმილ საქმეებს შესანიშნავად უმკლავდებით. უფროსებთან რთული საუბარი პოზიციების განმტკიცებაში და ავტორიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით და ყველა უსიამოვნებას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობა მოგიწიოთ. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და შეცდომის გამოსწორებას ვეღარ შეძლებთ. კომერციული ოპერაციები წარმატებით განხორციელდება, გამორიცხული არ არის უცხოეთიდან დახმარებაც.

თხის რქა

ამ დღეს მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. თუ სწორად იმოქმედებთ, პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. მოერიდეთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის გადაჭრას და რაც მთავარია, საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ.

მერწყული

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ამ დღეს მუშაობა ისე გღლით და გაღიზიანებთ,როგორც არასდროს.

თევზები

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანმა ვისაც ენდობით, იმედი გაგიცრუოთ. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ახლობელი ადამიანის დახმარებით, პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია