30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

გირჩევთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ. ხელსაყრელი დღეა დიეტის ან ვარჯიშის დასაწყებად - დროა ფორმის დაბრუნებაზე იზრუნოთ.

კურო

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით და ყველა საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. გირჩევთ საღამოს სილამაზის სალონში ვიზიტი დაგეგმოთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანის ნათესავებმა რჩევისთვის და დახმარებისთვის მოგმართონ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

ტყუპები

ეს დღე მოუტანს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ნერვიულობას მოგიტანთ. მოულოდნელი წინადადება ან დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან შეხვედრა გელით. მოერიდეთ ნერვიულობას, რადგან მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სახლშიც და სამსახურშიც ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. ეცადეთ მშობლებთან საუბრის დროს წონასწორობის და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. ეცადეთ თქვენი სურვილები და ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ.

ლომი

ეცადეთ სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, რადგან თქვენს შეცდომას მძიმე შედეგი მოჰყვება. ოჯახში ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი განხორციელება სარგებელს მოგიტანთ. თუ მოგებიანი ბიზნესშეთავაზება მიიღეთ, დაუფიქრებლად დათანხმდით.. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული

ამ დღეს მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებს შეუსაბამოთ. თუ სამსახურის შეცვლაზე ოცნებობთ, შესაძლოა, თქვენთვის შესაფერისი საქმე აღმოაჩინოთ და თამამი პროექტი დაიწყოთ. სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა მოგიწევთ.

სასწორი

თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს შემოქმედებით წარმატებას მიაღწევთ. ამ დღის ამოცანაა შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა. ერთი შეხედვით მაცდურ წინადადებას დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული მორიელებისთვის. სამსახურში განსაკუთრებით ნაყოფიერი დღე გელით. შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. საღამოს ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ პროვოკაციებს არ აჰყვეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სასიყვარულო პაემნისთვის არახელსაყრელი დღეა. სწრაფი რეაქცია და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე დაიწყოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ.

თხის რქა

ამ დღეს შესაძლოა, ყურადღების ცენტრში მოექცეთ. ნუ მოდუნდებით, თორემ ფინანსურ და მატერიალურ პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ. უგუნური სურვილებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

მერწყული

დილიდან ხალისიანი და აქტიური ხართ და ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით. დაძაბული ოჯახური ატმოსფერო გაიძულებთ, რომ საღამო სახლის გარეთ, მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ფრთხილად იყავით, რომ სპორტული ვარჯიშის დროს არ დაზარალდეთ და, რაც მთავარია, ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ.

თევზები

ეს საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. მოერიდეთ სამსახურში და სახლში შრომატევადი სამუშაოს შესრულებას. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის არჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები