6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესანიშნავი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - დღეს ძალიან დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. გირჩევთ, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილის საათებში დაგეგმოთ, როცა წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.

კურო

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებით და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და რაც მთავარია, დიდი ხნით მარტო არ დატოვოთ.

ტყუპები

ეს დღე უახლოესი დღეების მანძილზე თქვენს მოქმედებებს განსაზღვრავს. ნუ ინერვიულებთ - წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. გირჩევთ მძიმე სამუშაოს მოერიდოთ და რაც შეიძლება ადრე დაიძინოთ. ამ დღეს საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

კირჩხიბი

შესანიშნავი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. ალბათ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, სასურველია, რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხოთ.

ლომი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას და სასიამოვნო პაემანს გპირდებათ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. სავარაუდოდ, უფროსებთან რთული საუბარი გელით, რაც საბოლოოდ პოზიციების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში უფრო ფრთხილად და თავშეკავებულად იმოქმედოთ.

ქალწული

ამ დღეს ზედმეტი თავდაჯერების გამო ფინანსური ზარალი გელით. გირჩევთ, სამსახურში დაგვიანებას მოერიდოთ, რადგან შესაძლოა, ამან თქვენს კარიერას წერტილი დაუსვას. ნუ გამოიჩენთ უმადურობას ადამიანების მიმართ, ვინც თავის დროზე წინსვლაში დაგეხმარათ.

სასწორი

სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. გადადეთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარება - დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისთვის. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. საქმე საკმარისზე მეტი გაქვთ, მაგრამ ამ დღეს სამუშაო ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. გირჩევთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თხის რქა

მოერიდეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც გაღიზიანებისა და წყენის გარდა არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას ნაკლები. ეცადეთ, ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო გამონახოთ.

მერწყული

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის - ამ დღეს წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

თევზები

ეს დღე თამამი იდეების განხორციელების შანსს მოგცემთ. შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია. სასურველია, რომ საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, ბუნებაში გაატაროთ.
Print