7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია მატერიალური სახის პრობლემები. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, მაგრამ ამ საკითხს რაც უფრო ადრე გაარკვევთ, უკეთესია. საღამოს ბევრი ვერძი სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.

კურო

დილიდან მშობლებთან უთანხმოება გელით. დაძაბული ოჯახური ატმოსფერო გაიძულებთ საღამო სახლის გარეთ, მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. თუ კუჭი გაწუხებთ, გირჩევთ მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები გამორიცხოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის - ამ დღეს ადამიანების მოხიბვლას და დაყოლიებას ადვილად ახერხებთ. თავი შეიკავეთ სახლსა და სამსახურში მძიმე და შრომატევადი სამუშაოს შესრულებისგან. ეცადეთ, კრედიტები დროულად დაფაროთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატება შეცვლის. ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო თავგადასავალი გელით. ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ. ასევე, ერიდეთ ახალი ვალდებულებების აღებას - ამის დრო ჯერ არ მოსულა.

ლომი

ამ დღეს თქვენი აქტიურობა შედეგს ვერ მოიტანს, ამიტომ უმჯობესია, მოდუნდეთ და დაისვენოთ. თუ ზოგად დეპრესიას და გარკვეულ ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არაა. შესაძლებელია, დიდი ხნის უნახავ კოლეგას შეხვდეთ და საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის. თუ თავს მოდუნების უფლებას მისცემთ, ფინანსური სირთულეები გელით. გირჩევთ, ყურადღებით იყოთ დეტალების მიმართ და უცხო ადამიანს საქმეში არ ენდოთ.

სასწორი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნუ აჩქარდებით - დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება, სანანებლად გაგიხდეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ ეცადეთ, გაუგებრობა გულწრფელი საუბრით აღმოფხვრათ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის, ამიტომ გირჩევთ, შვებულების აღებაზე იფიქროთ. ფრთხილად იყავით, იზრდება მოწამვლისა და ინფექციური დაავადებების რისკი. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დახმარების თხოვნაზე უარი მიიღოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები ან საქციელი არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, დღეს მათთან შესახვედრად საუკეთესო დღეა. დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

თხის რქა

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. სასურველია, დაავადების პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობისთვის.

მერწყული

ამ დღეს ოჯახური საქმეების მთლიანად საკუთარ თავზე აღება ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწევთ. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რაღაც ისეთი მოხდეს, რასაც ვერაფრით წარმოიდგენდით.

თევზები

გამოცდილებისა და ინტუიციის დახმარებით ფინანსების სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. სასურველია, რომ ცდუნებებსაც ასეთივე წარმატებით გაუმკლავდეთ. ნუ მოდუნდებით. ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა რთული ვითარებიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები