8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
კურო

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში იშვიათი წარმატება გელით. განწყობა შეიძლება ნულამდე დაეცეს, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას და ეცადეთ ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

ტყუპები

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმეების და პროექტების დაწყებისგან. შესაძლოა, იმ საკითხებთან დაბრუნება მოგიწიოთ, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. საღამოს სასიამოვნო სტუმრების ვიზიტი გელით.

კირჩხიბი

ეცადეთ, ამ დღეს უხილავი გახდეთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები და ეცადეთ მთელი დღე სახლში გაატაროთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს, რომელიც შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარში განწყობა გაგიუმჯობესდებათ და იღბალი ისევ გაგიღიმებთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი ადამიანებისთვის. საპირისპირო სქესის ადამიანებს ადვილად ხიბლავთ და შესაძლოა, ეს უპირატესობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. სავარაუდოდ, ვიღაც მოგებიან საქმეს შემოგთავაზებთ ან გავლენიან მფარველს იპოვით.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ძველის დასრულებისთვის. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და მომავალში ვეღარაფერს შეცვლით. დროა ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობისთვის ჯილდო მიიღოთ.

სასწორი

ეცადეთ, ცოტა ხნით მუშაობა დაივიწყოთ და საკუთარი თავი მთლიანად გრძნობას მიუძღვნათ. შეიძლება, გაგიმართლოთ და პირადი ცხოვრების რომელიღაც მტკივნეული პრობლემების გადაჭრა შეძლოთ. იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებებისა და საგზაო შემთხვევების რისკი. გირჩევთ, კომპიუტერის მონიტორთან დიდი დრო არ გაატაროთ.

მორიელი

ეს დღე შესანიშნავია, როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ამ დღეს იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. არ არის გამორიცხული, რომ უახლოესმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. თუ გყავთ მეგობარი, რომელსაც უმნიშვნელო მიზეზის გამო ეკამათეთ და დაშორდით, დროა შერიგებაზე იფიქროთ და სტუმრად მიიწვიოთ.

თხის რქა

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით. მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანების მიმართ საკუთარ მოვალეობებზე გაქვთ გადატანილი. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა შედეგი თქვენთვის სასარგებლო იქნება.

მერწყული

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ შფოთვას და ნერვიულობას მოგიტანთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებისგან - უმჯობესია, ასეთი აქტივობები ხვალისთვის გადაიტანოთ. თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები თქვენთვის უცხო არაა, ამ დღეს მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები უნდა ამოიღოთ.

თევზები

ამ დღეს მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, კრედიტი დროულად დაფაროთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე კეთილდღეობა შეცვლის.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები