10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ბიზნესში სერიოზული ცვლილებები გელით. ვერძი მამაკაცები რაინდული საქციელით თავს გამოიჩენენ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანის ახლობლებმა რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართონ და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. საღამოს ვიღაც თქვენს გაღიზიანებას შეძლებს.

კურო

ოპტიმისტური განწყობა და მოზღვავებული ენერგია საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული პრობლემები. პირველ რიგში, ეს მას ეხება, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის. სახლში ბევრი გადაუდებელი სამუშაო გელით, რაც დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები და ეცადეთ, რეალობას შეუსაბამოთ.

კირჩხიბი

ეს დღე შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. გახსოვდეთ, რომ მიმდინარე საქმე თქვენგან მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. მოგებიან ბიზნესშეთავაზებაზე უარი არ უნდა თქვათ. დღის მეორე ნახევარში ბავშვებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ლომი

ამ დღეს შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და პოზიტიური განწყობით გარშემო მყოფები აღაფრთოვანოთ. თუ სამსახურის შეცვლას გეგმავთ, შანსი გაქვთ, რომ თქვენთვის ხელსაყრელი და მოგებიანი საქმე იპოვოთ. დღის პირველ ნახევარში მომხდარი შემთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ.

ქალწული

ამ დღეს ხალისით და ენერგიით სავსე ხართ და ყველაზე რთულ საქმესაც ადვილად უმკლავდებით. მოერიდეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას და თუ შესაძლებელია, ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადეთ. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, მოსალოდნელი შედეგები კარგად გათვალეთ. გირჩევთ დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ.

სასწორი

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ურთიერთობებში ნებისმიერ გაუგებრობას გააქრობს. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. საღამოს ვიღაც თქვენს გაღიზიანებას მოახერხებს.

მორიელი

ამ დღეს მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. თუ შესაძლებელია, გადადეთ მივლინება. ინტუიცია და გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. ეცადეთ საკუთარი მიზნები და ამოცანები ყველასთვის გასაგებად გამოხატოთ. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები და ეცადეთ რეალობას შეუსაბამოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის. საქმე, რომელიც თავიდანვე უიმედო და არაპერსპექტიული გეგონათ, მოულოდნელად ნაყოფს გამოიღებს. შესაძლოა, სპორტულ ვარჯიშს ტრავმა მოჰყვეს, ამიტომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება, ამიტომ თქვენი ნერვიულობა უსაფუძვლოა. გამარჯვებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა მოქმედებისთვის შესაფერისი დროის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ.

თევზები

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ეცადეთ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით, ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები