14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს ძველი, დიდი ხნის წინ დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქონ. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც გაღიზიანებისა და წყენის გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კურო

ეცადეთ, რომ საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. დამქანცველი დღის შემდეგ გირჩევთ მეგობრებთან შეხვედრა ან ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ წასვლა დაგეგმოთ. თუ მუცლის არეში ტკივილმა შეგაწუხათ, ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ და მძიმე საკვების მიღებას ერიდეთ.

ტყუპები

თუ თავს გაღიზიანებულად გრძნობთ, მნიშვნელოვანი შეხვედრებისგან თავი შეიკავეთ. შეიძლება ვიღაცამ ძველი ვალის გადახდა მოგთხოვოთ. ეცადეთ, რომ დილას არ ჩაგეძინოთ და სამსახურში არ დააგვიანოთ, თორემ პრობლემებს ვერ აიცილებთ.

კირჩხიბი

დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი რთული საქმე დაიწყოთ - პლანეტების განლაგება წარმატებას გპირდებათ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება მშვიდად და უემოციოდ მიიღოთ. კოლექტიური კვლევებისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის არახელსაყრელი დროა, თუმცა ინდივიდუალური შემოქმედების მიმართულებით წარმატება გელით.

ლომი

სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებითა და ინტრიგებით სავსე დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრის განხორციელების დროს ბევრი სირთულე გელით, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ჯერჯერობით, ახალ ნაცნობობას მოერიდეთ, რაც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან უმცირეს შეცდომას დიდი ფინანსური დანაკარგი მოჰყვება. სავარაუდოდ, დაუგეგმავი შემოსავალი გელით, მაგრამ ეცადეთ, ფული გონივრულად გაანაწილოთ.

სასწორი

შესაძლოა, დილიდან თავი შეუძლოდ იგრძნოთ, მაგრამ საჭირო მედიკამენტი სწრაფად დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ტყუილებით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომლების მიღებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

მორიელი

ამ დღეს გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება გელით, თუმცა ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციები აკონტროლოთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით.

მშილდოსანი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი მშვილდოსნებისთვის, რომლებსაც ახალი იდეა შემოსავალს მოუტანს. პლანეტები გაფრთხილებენ, რომ დიდი ხნის უნახავი ნათესავები და მეგობრები უნდა მოინახულოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების და ძველის დასრულებისთვის. გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ - ახლა შეცდომის დაშვება უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს. უფროსთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე და ტაქტი უნდა გამოიჩინოთ.

მერწყული

ეცადეთ, მუშაობა და პრობლემები დროებით დაივიწყოთ და საკუთარი თავი მთლიანად საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ. თქვენმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ ან უხეშობამ შეიძლება, დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს, ამიტომ მეტი წინდახედულობა გამოიჩინეთ.

თევზები

ეს დღე კარგია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, რაც მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. ეცადეთ, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის დრო გამონახოთ და ბავშვები ახალი სათამაშოთი გაახაროთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები