24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში იშვიათი წარმატება გელით, რამაც შეიძლება საყვარელი ადამიანი გააღიზიანოს. ეცადეთ მცირე კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ეცადეთ დღის მეორე ნახევარში დიეტა არ დაარღვიოთ.

კურო

დაძაბული სამუშაო კვირის შემდეგ შეიძლება თავი გადაღლილად და გამოფიტულად იგრძნოთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. საქმიანი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი გელით. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უფრო ადვილად უმკლავდებით. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ, ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ეცადეთ, დღეს კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და თუ აუცილებელი არაა,სახლიდან არ გახვიდეთ. საქმის საბოლოო შედეგი თქვენს სიმშვიდესა და თავშეკავებაზეა დამოკიდებული. ბინის გარემონტებას აპირებთ, მაგრამ თქვენი სურვილი ოჯახში ხანგრძლივ დებატებს გამოიწვევს.

კირჩხიბი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი კირჩხიბებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელად ახალი საქმით დაინტერესდეთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ლომი

შესანიშნავი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის - პლანეტების ხელსაყრელი განლაგება წარმატებას მოგიტანთ. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაბედნიერებთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს.

ქალწული

ეცადეთ, ცოტა ხნით სამუშაო დაივიწყოთ და თავი მთლიანად გრძნობებს მიუძღვნათ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თანაც რამდენიმე წყაროდან. ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედებს გაგიცრუებთ. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა დიდ სიყვარულში გადაიზრდება.

სასწორი

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. სავარაუდოდ, სიყვარული იმედგაცრუებას მოგიტანთ, მაგრამ ახალი ურთიერთობა ძველ ტკივილს დაგავიწყებთ.

მორიელი

სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები გელით და ეცადეთ, მზად იყოთ. საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება, კოლეგებისა მხრიდან დაუფარავი მტრობა გამოიწვიოს. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით. განწყობა შეიძლება ნულამდე დაეცეს, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უსიამოვნებას დაგავიწყებთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, შეიძლება თქვენი კავშირის რეგისტრაცია დაგჭირდეთ. ამ დღეს თვითმფრინავით მგზავრობას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ნერვიულობას მოგიტანთ. არახელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დაწყებისთვის. საქმიან მოლაპარაკებაზე შეიძლება მაცდური პერსპექტივები გაჩნდეს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

დილიდან მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში გაუგებრობა გელით. ეცადეთ,საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, რადგან ამას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობაში.

თევზები

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული კავშირი გელით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები