30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. ტყუილად ნერვიულობთ - წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. შესაძლოა, დიდი ხნის წინ დასრულებულ საქმეებთან დაბრუნება მოგიწიოთ. საღამოს დაელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს.

კურო

დილიდან უხასიათოდ ხართ და ნებისმიერ წვრილმანი გაღიზიანებთ. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლას გეგმავთ, სასურველია, რომ რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, გირჩევთ საყვარელი ადამიანი სახლში დატოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაუგებრობაში აღმოჩნდეთ.

ტყუპები

ამ დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერი რთული ბიზნესი დაიწყოთ - პლანეტების კეთილგანწყობა წარმატებაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ ან გავლენიანი მფარველი იპოვოთ.

კირჩხიბი

ეს დღე სიყვარულში იმედგაცრუებას, განსაცდელს და ინტრიგებს უკავშირდება, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დროა ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის დამსახურებული ჯილდო მიიღოთ.

ლომი

ყველა სახის ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. ფრთხილად იყავით - იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებების და საგზაო შემთხვევების რისკი. ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორთან ნაკლები დრო გაატაროთ.

ქალწული

შესაძლოა, დღეს თავი დაღლილად და გამოფიტულად იგრძნოთ, მაგრამ ეს დროებითი მდგომარეობაა და არ უნდა ინერვიულოთ. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. დიზაინერებს და არქიტექტორებს ბედი გაიღიმებს - შეიძლება ის მიიღოთ, რაზეც ოცნებასაც ვერ ბედავდით.

სასწორი

ურთიერთიბებისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, განმარტოვდეთ და ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავოთ. დღეს იყავი მშვიდი და შეუმჩნეველი. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც იჩხუბეთ და დიდი ხანი არ გინახავთ, დროა მშვიდობის დამყარებაზე იფიქროთ და სტუმრად მოიწვიოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი მორიელებისთვის. შემთხვევისთვის, თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რადგან ეს გაღიზიანებისა და წყენის გარდა არაფერს მოგიტანთ. უსიამოვნო საუბარი, რომელსაც დიდი ხანია, თავს არიდებთ, თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, თუმცა სარისკო მოქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. მშვიდად და გეგმაზომიერად იმოქმედეთ და წარმატებას მიაღწევთ. გირჩევთ მენიუდან ამოიღოთ მარილიანი და ცხარე კერძები და რამდენიმე დღე დიეტა დაიცვათ.

თხის რქა

დროა, ცოტა ხნით მუშაობა დაივიწყოთ და საკუთარი თავი მთლიანად სიყვარულს მიუძღვნათ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება მოგთხოვოთ, თუმცა სანერვიულო არაფერია - ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატება შეცვლის.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, მშვიდად და უემოციოდ მიიღოთ. მოერიდეთ სარისკო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას - ამის დრო ჯერ არ მოსულა.

თევზები

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით და ეცადეთ, მზად იყოთ. მოსალოდნელია შეხვედრა დიდი ხნის უნახავ ადამიანთან და გამორიცხული არ არის, რომ ნაცნობობა უფრო ღრმა ურთიერთობაში გადაიზარდოს. ამ დღეს იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.
Print