18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

სავარაუდოდ, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ - ამ დღეს ნებისმიერი საქმის შედეგი თავის კონტროლის უნარზეა დამოკიდებული. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის. ეცადეთ უფროსთან ურთიერთობის დროს მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

კურო

ხელსაყრელი დღე სიყვარულის ახსნის, ქორწინების და ოჯახური ზეიმისთვის. გულწრფელი საუბარი შერყეულ ნდობას აღადგენს და თავდაჯერებას დაგიბრუნებთ. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება ან სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ.

ტყუპები

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ბიზნესმენი ტყუპები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. საქმე, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, ადვილი, მაგრამ მიმდინარე მოგებიანი იქნება. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

კირჩხიბი

დილიდან დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. ეცადეთ თავშეკავება გამოიჩინოთ და არ აჩქარდეთ - მხოლოდ ასე შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას. ნუ აჰყვებით პროვოკაციას და ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. სიყვარული იმედგაცრუებას მოიტანთ, მაგრამ ახალი ურთიერთობა ძველ ტკივილს დაგავიწყებთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი სამუშაოს შესრულებაში ხელს გიშლით. ერთგული მეგობრის დახმარებით გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა გელით.

ქალწული

ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ეცადეთ, ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ - სავარაუდოდ, ეს პროექტი თქვენთვის მოგებიანი არ იქნება. გირჩევთ, სამსახურში ინიციატივა გამოიჩინოთ. თქვენი იდეა კოლეგებისა და უფროსების მოწონებას დაიმსახურებს.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - ამ დღეს მეტისმეტად დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. განწყობა შეიძლება ნულამდე დაეცეს, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ.

მორიელი

ამ დღეს მნიშვნელოვანი ცვლილება და მოულოდნელი უსიამოვნება გელით. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რომელიც წარუმატებლობისთვის არის განწირული. კარგი დროა, მრავალმხრივი ურთიერთობისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. გირჩევთ უფროსი ნათესავების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე უახლოეს ხანებში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება თავიდან აიცილოთ, რაც თქვენს ურთიერთობას ჩიხში შეიყვანს. სამსახურში დაგვიანებამ შეიძლება დიდი პრობლემა შეგიქმნათ, ამიტომ საიმედო მაღვიძარა იყიდეთ და ლოგინთან დაიდგით.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდი - დიდი შესყიდვებისთვის. მოერიდეთ კოლექტიურ კვლევებსა თუ ერთობლივ ღონისძიებებს და მთელი ყურადღება ინდივიდუალური შემოქმედებისკენ გადაიტანეთ. გახსოვდეთ, რომ ყველა წვრილმანზე ნერვიულობით ჯანმრთელობას დაიზიანებთ.

მერწყული

ეს დღე სიყვარულში გამარჯვებას და მხიარულ წვეულებას გპირდებათ. ფრთხილად იყავით პარტნიორის არჩევისას - ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით. განსაცდელისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ახალი ნაცნობობა პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ზედმეტი თავდაჯერების გამო ფინანსური ზარალი გელით. შესაძლოა, პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემების გადაჭრა შეძლოთ. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, მაგრამ თითქმის ყველაფერი ბავშვების საჭიროებაზე ან ოჯახთან ერთად დასვენებაზე დაიხარჯება.


Print