25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს პლანეტების განლაგება ყველა საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. თუ ზოგად დეპრესიას და გარკვეულ ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ბევრი ვერძი იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. შესაძლოა, სხვადასხვა ბიზნესგარიგებამ დიდი შემოსავალი მოგიტანოთ.

კურო

ამ დღეს უმჯობესია დაისვენოთ, რადგან თქვენი აქტიურობა შედეგს არ მოგიტანთ. თუ თავს მოდუნების და სიზარმაცის უფლებას მისცემთ, ფინანსურ სირთულეებს ვერ აიცილებთ. ნუ აჩქარდებით - დღეს რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ და დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას დიდი გამოცდა ელის.

კირჩხიბი

გირჩევთ ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. იზრდება მოწამვლის რისკი. საუბარი, რომელსაც დიდი ხანია თავს არიდებთ, მაინც შედგება, მაგრამ თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება. გამორიცხული არ არის ძველი სიყვარულის განახლება.

ლომი

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ეს დღე ხელსაყრელია მოგზაურობის დაწყებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და მისი კეთილგანწყობა დაკარგოთ. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ქალწული

მზად იყავით იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებისგან დახმარების თხოვნაზე შეიძლება უარი მიიღოთ.. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ სჯობს მნიშვნელოვანი საკითხები დილას მოაგვაროთ. სავარაუდოდ, მეუღლის ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

სასწორი

აქტიური, მნიშვნელოვანი შეხვედრებით სავსე დღეა. შეიძლება, მოგიწიოთ, საკუთარ თავზე აიღოთ ყველა საოჯახო საქმე და ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა. მზად იყავით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის. განსაკუთრებით, თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, შესაძლოა, სხვადასხვა ბიზნესგარიგებაში წარმატებას მიაღწიოთ.

მორიელი

ნაყოფიერი და მაღალი აქტიურობით გამორჩეული დღეა. სამსახურში შესაძლოა კონფლიქტური ვითარება შეიქმნას, მაგრამ ეცადეთ, დაპირისპირებაში არ ჩაერიოთ.

მშვილდოსანი

გამოცდილება და ინტუიცია ფინანსების სწორად მართვასა და განაწილებაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ყველა საკითხი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. მოსალოდნელია ხელსაყრელი ბიზნესშეთავაზება, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ.

თხის რქა

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. ეცადეთ, შეურიგდეთ ადამიანს, რომელსაც გული ატკინეთ. თუ სამსახურის შეცვლას აპირებთ, შესაძლოა, ხელსაყრელი ალტერნატივა აღმოაჩინოთ. სავარაუდოდ, ძველ შეყვარებულთან შეხვედრას გრნობების განახლება მოჰყვება.

მერწყული

ამ დღეს ბევრი სიახლე და ცვლილება გელით. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება, კარიერაში ხელი შეგიშალოთ. ნუ იჩქარებთ თანხმობის მიცემას, სანამ მოსალოდნელ შედეგებს არ გათვლით. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

თევზები

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში იშვიათი წარმატება გელით. მოულოდნელი პრობლემის გამო ჩიხურ ვითარებაში აღმოჩნდით. შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასარკვევად.
Print