9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს სამსახურში ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოისხათ, რადგან უმცირეს შეცდომას შეიძლება დიდი ფინანსური ზარალი მოჰყვეს. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანების ქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. ხანმოკლე სამსახურებრივ რომანს კოლეგებისა და უფროსების მხრიდან ღია მტრობა მოჰყვება. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კურო

სავარაუდსოდ, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. რთულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც მომავალ დაუკავშირებთ. მოერიდეთ თვითმფრინავით მგზავრობას.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური ზეიმისთვის. ნერვიულობას კატეგორიულად მოერიდეთ, რადგან ამას შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება მოჰყვეს. სავარაუდოდ, საქმიან შეხვედრაზე საინტერესო ბიზნესწინადადებას მიირებთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

კირჩხიბი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. გამორიცხული არ არის, ახლობელმა ადამიანმა ძველი ვალის დაბრუნება ან მიცემული პირობის შესრულება მოგთხოვოთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების დროს.

ლომი

დილიდან რთული და დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს შეგემთხვევათ, უემოციოდ მიიღოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი ნაცნობობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. თუ თავს დამნაშავედ გრძნობთ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ. სავარაუდოდ, შორიდან ჩამოსულ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობა გელით.

სასწორი

სანამ საქმიანი წინადადებაზე დათანხმდებით, გირჩევთ, გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაცია გაიაროთ და მოსალოდნელი შედეგები ერთად გათვალოთ. სამსახურში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგან უმცირეს შეცდომას შეიძლება ფინანსური ზარალი მოჰყვეს. ბიზნესპარტნიორებთან ახალმა კავშირებმა შეიძლება, თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - თავს გადაღლილად გრძნობთ და გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. გახსოვდეთ, რომ ახლობელი ადამიანების მოტყუებით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ. ანალიტიკური აზროვნება პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ, ამიტომ სხვა გზა უნდა სცადოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მოერიდეთ კატეგორიულობას. არახელსაყრელი დღეა ინდივიდუალური მუშაობისთვის, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თხის რქა

ეს დღე უახლოესი თვეების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. მამაკაცები რაინდული საქმეებით გარშემომყოფთა გაოცებას შეძლებენ. მოერიდეთ სხვა ადამიანების კრიტიკას და მათზე უფროსობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ყველა მეგობარი დაკარგოთ და სრულიად მარტო დარჩეთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების დროს.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია - დიდი შესყიდვებისთვის. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. არსებობს ემოციური აშლილობის რისკი, ამიტომ სამთავრობო უწყებებში ვიზიტის დროს ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თევზები

ეს დღე უამრავ სასიამოვნო მოგონებას დაგიტოვებთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალ იდეებს შთაგაგონებთ, რაც შეიძლება, დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს. მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობა შორიდან ჩამოსულ ადამიანთან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები