7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ფინანსურ შეთანხმებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, ბევრად უფრო მშვიდი და თავდაჯერებული იყოთ, ვიდრე თუნდაც წინა კვირას. შეიძლება, ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწიოთ, მაგრამ შეთანხმების მისაღწევად ყველა წინაპირობა არსებობს და ეს შესანიშნავი დასაწყისია.

კურო

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლების მიუხედავად, ინდივიდუალური და ყველასგან გამორჩეული მისწრაფებები გაქვთ. ამ დღეს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ და მომავლისკენ საკუთარი გზა გაიკვლიოთ.

ტყუპები

გარშემომყოფთა ზემოქმედების გამო შესაძლოა, რომანტიკულმა ურთიერთობებმა რღვევა დაიწყოს, თუმცა არ არის გამორიცხული, ამან, გარკვეულწილად, შვება მოგიტანოთ და გაუგებრობის აღმოფხვრის შანსიც მოგცეთ.

კირჩხიბი

თუ უაზრო შეზღუდვებზე უარს იტყვით და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე იზრუნებთ, წარმატებას და საყოველთაო აღიარებას მიაღწევთ. სხვათა შორის, მალე ისეთ ვარიანტებსა და ალტერნატივებს განიხილავთ, რომლებზეც ვერასოდეს იოცნებებდით.

ლომი

მთვარე განწყობას გიმაღლებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენს ასტროლოგიურ ნიშანთან ციურ კავშირს ამყარებს და წარმოსახვას ააქტიურებს. თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ძალიან სასიამოვნო და სანატრელ ამბავს გაიგებთ.

ქალწული

შეგიძლიათ, პრობლემების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ და ამჟამად სახლის კეთილმოწყობაზე იზრუნოთ. შესანიშნავი დროა გეგმების შედგენისა და ხელშეკრულებების დადებისთვის - განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსებს ეხება.

სასწორი

კვირის ბოლოს განვითარებული მოვლენები ემოციური დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ. მანამდე კი შეგიძლიათ, ამბიციური პროფესიული პროექტების განხორციელება განაგრძოთ.

მორიელი

თუ გსურთ, სამსახურში და საზოგადოებაში პოზიცია შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ, შანსი, რომელიც ამ დღეს მოგეცემათ, ხელიდან არ უნდა გაუშვათ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი საქმის ორი კვირით გადადება მოგიწევთ.

მშვილდოსანი

იყო დრო, როცა თავს ყველასგან გარიყულად გრძნობდით, თითქოს გარშემო განვითარებული მოვლენები თქვენ არ გეხებოდათ, თუმცა ყველაფერი შეიცვალა. ყურადღებით უსმინეთ, რის თქმას ცდილობენ თქვენთვის პარტნიორები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფულს ეხება.

თხის რქა

შესაძლოა, გრძელვადიანი ფინანსური გეგმების გადახედვა მოგიწიოთ. სავარაუდოდ, გადაწყვიტეთ, რომ ერთი სახის ინვესტიცია თქვენს მიზნებს უკეთ ერგება, ვიდრე მეორე. გაითვალისწინეთ, რომ ერთობლივ საწარმოს თქვენი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია.

მერწყული

ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ საშინელი სიჩქარით მიქრიხართ და გზაზე ყველას და ყველაფერს ანადგურებთ. დროა, ეს გიჟური რბოლა შეწყვიტოთ და ცოტა ხნით შეისვენოთ. ენერგიას სხვა ადამიანებისგან, სავარაუდოდ, ახალი პარტნიორებისგან იღებთ.

თევზები

ვარსკვლავების მდგომარეობა მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ ნეგატიურ ფაზაში ხართ. ეცადეთ, ვალები და გადასახადები დროულად გადაიხადოთ და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქტიური ზომები მიიღოთ. თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ისევ ორთაბრძოლას ჰგავს, რამდენიმე კვირა დაიცადეთ, სანამ გადაწყვეტთ, რომ მოგბეზრდათ და დაიღალეთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები