19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, დიდი შეცდომა დაუშვათ. სავარაუდოდ, არასაკმარის ინფორმაცია ფლობთ, ამიტომ ნუ გარისკავთ - დღეს მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. ასეთი ნაბიჯი უმჯობესია, ცოტა ხნით გადადოთ.

კურო

დილიდან თავს გაღიზიანებულად გრძნობთ, ამიტომ მცირე კონფლიქტი გელით. ამ დღეს სიმართლის გაგების ძლიერი სურვილი გაქვთ, თუმცა ნუ ეცდებით ის ოჯახის წევრებისგან შეიტყოთ. გახსოვდეთ, რომ ოდესმე ყველაფერი დაფარული გაცხადდება, ამიტომ მშვიდად დაელოდეთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროა რაღაც ძველი თავიდან მოიშოროთ. ასე თქვენს ცხოვრებაში სიახლეებისთვის ადგილს გაათავისუფლებთ. ცვლილებების დროა!

კირჩხიბი

ამ დღეს კირჩხიბის თვალებს ვერაფერი დაემალება. საქმეში წარმატება გელით, რადგან ინტუიცია და ყურადღება ყველაზე რთულ საქმეებთან გამკლავებაშიც კი დაგეხმარებათ. მთავარია, თქვენმა გადაჭარბებულმა მოკრძალებულობამ არ შეგიშალოთ ხელი.

ლომი

შესაძლოა, ამ დღემ ვიღაცაზე აზრი შეგიცვალოთ. თავიდან ეს მტკივნეული იქნება, რადგან ამ ადამიანს თანამოაზრედ მიიჩნევდით. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენების ნებისმიერი სცენარისთვის მოემზადოთ და საღამო საგულდაგულოდ დაგეგმოთ.

ქალწული

ბოლოს და ბოლოს, ქალწულები ძალების მოზღვავებას და საკუთარ თავთან ჰარმონიას იგრძნობენ. გარშემომყოფებთან ურთიერთობას შესანიშნავად ახერხებთ, მათთანაც კი, ვისთანაც ადრე კონფლიქტი გქონდათ. საყვარელი ადამიანებისთვის ნამდვილ ჯადოქრად იქცევით, რადგან ყველაზე ნათელ ემოციებს აჩუქებთ.

სასწორი

სასწორი არასოდეს ყოფილა ასეთი მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. თუმცა, ყოველთვის სამართლიან გადაწყვეტილებას იღებთ. შეიძლება, გარშემომყოფებში ენთუზიაზმი ვერ დაინახოთ და იმედგაცრუებული დარჩეთ, ამიტომ მცირე გაუგებრობა გელით.

მორიელი

შესაძლოა, ამ დღეს სამსახურში ან ახლობელი ადამიანების წრეში კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაგატყდეთ. თუ ჩხუბის სურვილი არ გაქვთ, ჯობია ზედმეტად ფიცხ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ. თქვენ ხომ საკუთარ მეგობრებს გადასარევად იცნობთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველასა და ყველაფრის მიმართ უნდობლობას გაგიჩნდებათ. სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ თავი აარიდოთ ხაფანგს, რომელიც ამ დღემ მოგიმზადათ. ეცადეთ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმეებსაც კი სერიოზულად მოეკიდოთ.

თხის რქა

ამ დღეს სიმართლეს სახეში თქმის ხასიათზე იქნებით. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, თუმცა თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. თქვენი პირდაპირობა შეიძლება ბევრი საკითხის გარკვევაში დაგეხმაროთ, მაგრამ კონფლიქტიც გამოიწვიოს.

მერწყული

ამ დღეს მერწყული საკუთარი თავისთვის რაღაც ახალს აღმოაჩენს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და არაფერი გამოგეპაროთ. ეცადეთ, ყურადღებიანი მსმენელი იყოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

თევზები

დაიჯერეთ, რომ სრულყოფილი არავინაა. უბრალოდ ისიამოვნეთ ცხოვრებით, ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელსაც თქვენი იმედი აქვს. გამონახეთ დრო, რომ მოინახულოთ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში დაეხმაროთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები