29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

გარშემომყოფებს თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვთ და მათი დახმარება ნამდვილად შეგიძლიათ. ეს დღე ლიდერის ქარიზმით დაგაჯილდოებთ, ამიტომ მზად იყავით იმისთვის, რომ სხვადასხვა საკითხზე რჩევას გკითხავენ. ამ დღეს მარტივად შეძლებთ, ნებისმიერი საკითხის არსს ჩასწვდეთ და განხორციელების ზუსტი გეგმაც კი შეადგინოთ.

კურო

მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ - ისინი ამ დღეს განსაკუთრებით გააქტიურდებიან, ვიდრე ოდესმე! ვარსკვლავები გირჩევენ, ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ და ეს დღე უახლოესი ადამიანების წრეში გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, ვიღაცამ ავანტიურაში ჩაგითრიოთ, რომელიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ტყუპები

ამ დღეს ლოგიკის არსებობას ივიწყებთ და გადაწყვეტილებას მხოლოდ ემოციების გავლენით იღებთ. განწყობა უფრო კრეატიული გაქვთ, ვიდრე საქმიანი. სადაც წარმოსახვაა საჭირო, ბადალი არ გყავთ და ადამიანთა გულებს გაშლილი წიგნივით კითხულობთ. შეიძლება ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს, რომ ტელეპათი ხართ.

კირჩხიბი

ეს დღე შესაძლებლობას გაძლევთ, რომ საქმიანი კონტაქტები დაამყაროთ. მთავარია, უსაქმოდ არ იჯდეთ. თუ მოინდომებთ, სასარგებლო და საჭირო ადამიანების მოზიდვა და ძლიერი გუნდის შექმნა შეგიძლიათ. დაიწყეთ მათთან საუბარი და ისინი თქვენს პიროვნულ ხიბლს აუცილებლად დაემორჩილებიან.

ლომი

ამ დღეს მარტოობა ნამდვილად არ გემუქრებათ, პირიქით, ყველა თქვენ გვერდით ყოფნას და თქვენს მოხიბვლას ცდილობს. წვეულებებზე იმდენი ადამიანი დაგპატიჟებთ, რომ ვერ გადაგიწყვეტიათ, უპირატესობა რომელს მიანიჭოთ.
ზოგადად, ადამიანებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა კმაყოფილებას განიჭებთ, თუნდაც ეს მუშაობის პროცესში ხდებოდეს.

ქალწული

სხვა ადამიანებზე მანიპულაციებისთვის ქალწულმა შეიძლება საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს. ეს შეიძლება პირდაპირი ზეწოლა ან საიდუმლო მეთოდები იყოს, რომლებსაც თანდათან აამოქმედებთ. საბოლოოდ, იმას, რისკენაც ისწრაფვით, მიიღებთ, მაგრამ იმდენი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ საეჭვოა, გამარჯვებამ გაგახაროთ.

სასწორი

გირჩევთ, დისკუსიის ან უბრალოდ, მნიშვნელოვანი საუბრის დროს სხვა ადამიანებსაც მოუსმინოთ და მათი აზრები გაითვალისწინოთ. დიპლომატიური უნარების გარდა, ამ დღეს სხვისი ნათქვამის სწორად გაგების და თანაგრძნობის უნარსაც გამოავლენთ. სწორედ ეს უნარები უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას მოლაპარაკებებში და ზოგადად ნებისმიერ საქმეში.

მორიელი

თქვენი მისია სხვების, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანების დახმარებაა. შესაძლოა, ამ დღეს თქვენში რომელიღაც ადამიანზე ზრუნვის სურვილმა გაიღვიძოს. შეგიძლიათ მისი პრობლემების შესახებ მონაყოლს საათობით უსმინოთ და პრაქტიკული რჩევებით დაეხმაროთ. მთავარია, ეს მზრუნველობა აკვიატებად არ გექცეთ - ამისთვის ალტრუისტული იმპულსების შეკავებაა საჭირო.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი საბრძოლველად განწყობილია, თუმცა მოწინააღმდეგე არ ჰყავს. გარშემომყოფები მზად არიან გამარჯვება უბრძოლველად დაუთმონ! უფრო მეტიც, საკმარისია შესთავაზოთ და თქვენს ნებისმიერ პროექტში ჩაერთვებიან, რომელიც ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ამ დღეს როგორც ორგანიზატორი, უბრალოდ შეუდარებელი ხართ.

თხის რქა

ჰოროსკოპის ვარსკვლავები თხის რქას ურჩევენ, რომ საყვარელ ადამიანებთან პრობლემების მოგვარებისთვის დრო გამონახონ. თუ სხვა დროს ურთიერთობების გარკვევის მცდელობები ჩხუბით და ერთმანეთის მიმართ ბრალდებებით მთავრდება, ამჯერად საერთო ენას მალე იპოვით. ეცადეთ, გულწრფელი საუბარი დაიწყოთ და მალე შეთანხმებას მიაღწევთ.

მერწყული

ამ დღეს მერწყულს ინფორმაციის მოგროვება და მოვლენების გაკონტროლება სჭირდება. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც მოვლენამ ან ფაქტმა მოგებიან მდგომარეობაში ჩაგაყენოთ და მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ.

თევზები

თევზებს ბევრი შეხვედრა ელის – ზოგი დაგეგმილი და ზოგი მოულოდნელი. ეს რომანტიკულ, ასევე საქმიან ურთიერთობებს ეხება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ზოგიერთ ნათქვამს შეუძლია, თქვენს კარიერაზე, ფინანსურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე გავლენა იქონიოს. ამიტომ ეცადეთ, ყოველი სიტყვა და ქმედება კარგად აწონ-დაწონოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები