9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ისეთი თავდაჯერებული ხართ, როგორც არასდროს. ეს დღე მშვიდად, ყოველგვარი რყევების გარეშე ჩაივლის. თუ რაღაც უფრო მეტი გინდათ, ვიდრე დროის მშვიდად გატარება, ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. მაგალითად, შეგიძლიათ წვეულება მოაწყოთ ან საინტერესო ღონისძიება დაგეგმოთ. თუ ამას შეძლებთ, გარშემო მყოფები მიღებული პოზიტივისთვის მადლობელი დაგრჩებიან.

კურო

მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა. მიმდინარე საქმეები ენთუზიაზმს არ იწვევს, ამიტომ მთელ დღეს
სახლში, საყვარელ დივანზე წოლაში გაატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდ დროს და ძალას არ მოითხოვს, საოჯახო საქმეებსაც კი სამომავლოდ გადადებთ.

ტყუპები

ეს დღე საინტერესოდ ჩაივლის და მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ! თუ არ იზარმაცებთ და უსაქმოდ არ დაჯდებით, იმდენი რამის გაკეთებას შეძლებთ, თავადაც გაგიკვირდებათ. ხელს ვერ შეგიშლით უჩვეულო მოუსვენრობაც კი, რომელსაც დილიდან გრძნობთ. ნებისმიერი საქმეს ჩვეულებრივზე სწრაფად ასრულებთ, რომ მაშინვე ახალი დაიწყოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს საუკეთესო გადაწყვეტილება დასვენება იქნება. თანაც ამ დღეს მხოლოდ რბილი დივანი, მყუდრო სავარძელი, ტელევიზორი ან საყვარელი წიგნი გჭირდებათ. გარე აქტივობებისთვის დრო უახლოეს დღეებშიც გექნებათ.

ლომი

ამ დღეს თქვენი ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება! გარშემო მყოფთა ინერტულობის მიუხედავად, ლომი საჭირო სიტყვების პოვნას და მათ გააქტიურებას შეძლებს. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ პირად ინიციატივასა და ენერგიაზეა დამოკიდებული საქმეები. რაც შეეხება სხვების ინერტულობას, იქნებ ასე ჯობს - ნაკლები კონკურენტი გეყოლებათ.

ქალწული

ყველაზე კარგი, რასაც ამ დღეს გააკეთებთ, შემოქმედებითი საქმიანობაა. ამავე დროს, შემოქმედებისკენ სწრაფვა შეგიძლიათ სასარგებლო საქმესთან შეათავსოთ. მაგალითად, შესაძლებელია ბინის დაპროექტება და ამავე დროს, სახლის დასუფთავება.

სასწორები

ამ დღეს შეიძლება თავში ბევრი ორიგინალური, არასტანდარტული იდეა მოგივიდეთ. დრო გაჩვენებთ, რომ ეს საოცრად სწორი და პერსპექტიული იდეებია. ზოგადად, სასწორს ერთნაირად კარგად განვითარებული ლოგიკა და ინტუიცია აქვს. უფრო მეტიც, ინტუიცია იმავე სიცხადეს შეიძენს, როგორც ჩვეულებრივი აზროვნება.

მორიელი

დროა, საქმიანი ქაღალდების მოწესრიგებზე იზრუნოთ. ყველაზე კარგი, რაც ამ დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ, პირადი ბიუჯეტის, ანგარიშების და სხვა საბუთების მოწესრიგებაა. ძალიან მალე ამისთვის საკუთარ თავს მადლობას ეტყვით.

მშვილდოსანი

თუ ამ დღეს საკუთარ გატაცებას მიუძღვნით, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. თქვენთვის უინტერესო საქმეს უბრალოდ, ხელს არ მოჰკიდებთ, ხოლო რაც ნამდვილად გაინტერესებთ, შესანიშნავად გამოგივათ.

თხის რქა

ამ დღეს თხის რქის მტრებსა და არაკეთილმოსურნეებს შეიძლება მხოლოდ თანავუგრძნოთ! ყველა, ვინც ამ დღეს გზაზე გადაგეღობებათ, ძალიან დაზარალდება. დახვეწილი ინტუიცია და გამჭრიახობა დაგეხმარებათ, რომ მოწინააღმდეგეებს ყველაზე ეფექტური, მაგრამ ნაკლებად ჰუმანური ხერხებით გაუმკლავდეთ.

მერწყული

დილიდან სიზარმაცისა და ძილიანობისკენ ხართ მიდრეკილი და ეს მდგომარეობა საღამომდე გაგრძელდება. თუ საკუთარ თავში გამოხიზლების და გააქტიურების ძალა ვერ იპოვეთ, დღე ასე უმნიშვნელოდ ჩაივლის. გირჩევთ დილას ორი ფინჯანი მაგარი ყავა დალიოთ.

თევზები

ეს დღე ნებისმიერ საქმეში წარმატებას გპირდებათ - მთავარია, დაიწყოთ. გარშემო მყოფებს ენერგიულობით და გამჭრიახობით გააოცებთ. ამ დღის პოზიტიურობა იმდენად მაღალია, რომ წვრილმანებზე მისი დახარჯვა არაგონივრული იქნება. ასე რომ, შეგიძლიათ დიდ საქმეებს შეეჭიდოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google